სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური

"გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური", – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ახლა სხვა განზომილებაში არიან.

„ყველამ ვიცით და ეს არის პირველი დღევანდელი მოცემულობა, რომ ეს გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება.

ნამდვილად უკრაინელების გმირული ბრძოლის შედეგია, რომ ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა ვართ სხვა განზომილებაში.

ეს შემდეგ სადამდე მივა და როგორ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, გადაწყვეტილება დღეს იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა საქართველო-უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობასა და მოლოდინზე სტუდენტებთან შეხვედრისასაც ისაუბრა.

მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე საქართველოს მიერ განაცხადის წარდგენა უკრაინელების დამსახურებაა.

„ევროპული ინტეგრაციის გზა სულ სხვანაირად გვეჩვენება დღეს.

გუშინ ვამბობდით, რომ 2024 წელს განაცხადს შევიტანთ კანდიდატურაზე და ისიც ცოტა ხელოვნური მიდგომა იყო, გავაკეთოთ და ვნახოთ.

რეალურად არ იყო ისეთი მომზადებული, როგორიც შეიძლებოდა, ყოფილიყო.

ამის შემდეგ უნდა დავლოდებოდით რამდენიმე წელი, რათა პასუხი მიგვეღო კანდიდატურაზე.

დღეს კანდიდატურაზე განაცხადი შეტანილია, ეს უკრაინელების, მათი ყოველდღიური ბრძოლის უზარმაზარი დამსახურებაა.

ამისთვის ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ერთი რამ, მადლიერება გამოვთქვათ, რადგან უამისოდ ეს არ იქნებოდა, უნდა ვიცოდეთ, ვაღიაროთ და არ ჩავთვალოთ, რომ ისეთი რაღაც გავაკეთეთ, რომ უცებ გავხდით ყველაფრის ღირსნი.

ეს მათი დამსახურებაა და ჩვენ ამას მივყვებით, მართალია, წლების მანძილზე ჩვენ ამისთვის ვემზადებოდით, შეიძლება, მეტად ვემზადებოდით, ვიდრე სხვა ასოცირებული ქვეყნები, მაგრამ დღეს მათი დამსახურებაა.

დღეს ამ გაცხადებულ კანდიდატურაზე მივიღებთ პირველად პასუხს არა წლებში, არამედ თვეებში, მომავალ ორ თვეში.

რა იქნება პასუხი, ამას ვერ გეტყვით, ესეც ნაწილობრივ ჩვენზე არის დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით ამ პერიოდში,რამდენად ვაჩვენებთ საქართველოს იმ სახეს, რომელიც არის, მაგრამ უნდა შევძლოთ ამის გატანა და სხვებმაც დაინახონ.

რამდენად მზად ვიქნებით, ავიღოთ ნამდვილი ვალდებულებები იმის მიმართ, რაც უნდა გაკეთდეს ქვეყანაში, რომ გახდეს ევროპული იმ მიმართულებებით, როგორიცაა კანონის უზენაესობა, სასამართლო, ეკონომიკის განვითარება, ის სტანდარტები და წესები, რაც არსებობს ევროპაში და რის გამოც მოგვწონს ევროპა", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍სალომე ზურაბიშვილი - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილება იქნება არა ბიუროკრატიული, არამედ ძალიან პოლიტიკური

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1653055500

ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამი...

ლარის კურსი

1653054834

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალ...

წვიმიანი

1653052824

საქართველო

ტრაგედია ბოლო ზარზე - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა

ტრაგედია ბოლო ზარზე  - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა. დაშავებულია სკოლის კიდევ სამი მოსწავლე. ირკვევა, რომ  მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი...

ჯჯჯჯ

1653051839

საქართველო

ქართულ ოცნებას” გეგმა აქვს – მან უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ზვიად ძიძიგური

ყველა სპორტის სახეობას თავისი წესები აქვს და მსაჯები ჰყავს, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასეა არსებობენ მოთამაშეები და მათ თამაშის წესები უნდა დაიცვან, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურ...

ააა

1653051788

მსოფლიო

ყოფილი ბადანტე, ახლა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პორნოვარსკვლავია

რომი ინდის ისტორია: ის მხოლოდ 23 წლისაა და წარსულში „ბადანტედ“ (მოხუცის მომვლელი მუშაობდა, მაგრამ დღეს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად ითვლება. ინდიმ, პორნოს ოსკარი, როგორც საუკე...

პორნოვარსკვლავი