"საქართველო არ გახდა მეორე ფრონტი და არ ჩაერთო ომში, ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, კონფლიქტი სცენარის ავტორებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის" - მამუკა არეშიძე

„წინასწარ დაწერილი გეგმის წინააღმდეგ, საქართველო არ გახდა მეორე ფრონტი და არ ჩაერთო ომში, ასეთ პირობებში, როგორც ჩანს, კონფლიქტი სცენარის ავტორებსა და ბიძინა ივანიშვილს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის", - ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ განაცხადა. 

"თუ სცენარის ავტორები ივანიშვილს აქამდე „ნაციონალებისა“ და ენჯეოების ხელით ებრძოდნენ, რასაც ივანიშვილი თავისუფლად უმკლავდებოდა, გაირკვა, რომ ისინი ახლა უკვე პირდაპირ შეტევაზე არიან გადასული.

საბანკო გადარიცხვების, ნახატების და ვერტმფრენის გაჩერება ამის მკაფიო მტკიცებულებაა“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.

მისივე თქმით, ივანიშვილს ვერტმფრენი უკვე კი ჩამოუვიდა, მაგრამ იმდენი გამჭრიახობა ეყოფა, რომ ამ ვერტმფრენში არ ჩაჯდეს, როდესაც ამხელა სცენარის წინააღმდეგ მიდიხარ, რისკების გათვლა რთული არ უნდა იყოს.

"პიონტკოვსკის გუშინდელმა მინიშნებებმა ეს დასკვნა კიდევ უფრო გამიმყარა.

რუსმა პოლიტოლოგმა უკრაინელ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ივანიშვილისგან საქართველოს გასათავისუფლებლად და საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად, ერმაკი-მაკფოლის ტანდემმა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება უნდა უზრუნველყოს, რაც პირდაპირი გაგებით საქართველოდან მის „მოშორებას“ გამოიწვევს.

ბაიდენის უშუალო გარემოცვის წევრსა და ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსს ნებისმიერი ქმედების განსაზღვრაზე გადამწყვეტი გავლენის მოხდენა რომ შეუძლიათ, არავისთვის დასამალი არ არის და ამაზე პიონტკოვსკიც ღიად საუბრობს.

ჩემთვის სრულიად ცხადია, რომ როდესაც პიონტკოვსკი სანქციებზე საუბრობდა, ეს ერთგვარი მეტაფორა იყო.

საქმეში ჩახედული კაცი ადვილად ხვდება, რომ სანქციებით ივანიშვილს ვერაფერს დააკლებენ.

სანქციების პირობებში, ივანიშვილი საქართველოდან კი არ წავა, არამედ პოზიციებს კიდევ უფრო გაიმაგრებს.

ხალხი თუ დაინახავს, რომ ივანიშვილს ომში საქართველოს არჩართვისთვის სჯიან, ხალხი მას ბოლომდე გვერდში დაუდგება“, – ამბობს არეშიძე.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, სრულიად ცხადია, რა იგულისხმა პიონტკოვსკიმ ივანიშვილისგან საქართველოს გათავისუფლებაში – მისი მოშორება პირდაპირი გაგებით და არა პოლიტიკური თვალსაზრისით.

„როდესაც პიონტკოვსკი ამბობს, რომ თუ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა, რეჟიმი დაემხობა და ყველაფერი გაიოლდება, ანუ საქართველოში ომის დაწყებას წინ ვეღარაფერი დაუდგება, აბსოლუტურად ცხადია რაზედაც მიანიშნებს.

საქართველოს ივანიშვილის გარეშე სანქციებით რომ ვერ მიიღებ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე, საით მიჰყავს პიონტკოვსკის საქმე, ცხადზე უცხადესია.

პიანტკოვსკი ერთადერთი არ არის, ვინც ასეთ მინიშნებებს აკეთებს.

მე მაქვს ინფორმაცია, რომ საფრთხე სერიოზულია და ამაზე თვალის დახუჭვა დიდი შეცდომა იქნებოდა.

დარწმუნებული ვარ, ეს მოცემულობა ივანიშვილს და საქართველოს ხელისუფლებას კარგად აქვთ გაცნობიერებული“, – აცხადებს არეშიძე.

სხვა სიახლეები:

📍ირაკლი ღარიბაშვილი: აქტიურად გავაგრძელებ რეგიონებში სტუმრობას - ყველა ის დაპირება, რომელიც გავეცით მოსახლეობისთვის არჩევნებამდე, იქნება შესრულებული

📍გამოვიყენოთ თუ არა გასულ წელს გამოყენებული, ან ვადაგასული დამცავი? - რჩევები სპეციალისტისგან

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1653057000

ახალი ამბები

"არაოფიციალური ვერსიით, წყალში გადავარდნისას გული გაუსკდა" - ბორჯომში ტრაგიკულად დაღუპული მოზარდის ვინაობა ცნობილია

ბორჯომში, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაღუპული მოზარდი 17 წლის ლუკა ლეკიშვილია, რომელიც ბორჯომის მე-3 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი იყო. "საშინელება ტრიალებს, ლუკას დედაც ამავე სკოლის მასწავლებელია...

მოზადი

1653055500

ახალი ამბები

ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9036 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9262 ლარი იყო. შესაბამი...

ლარის კურსი

1653054834

ახალი ამბები

როგორი ამინდი იქნება 24 მაისამდე - გრძელვადიანი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მაისს საქართველოში შენარჩუნული იქნება გრილი, ქარიანი და ზოგან ნალექიანი ამინდი. 21 მაისს გამოიდარებს, ქარი ჩადგება, შედარებით დათბება. 22 მაისს თბილი და უნალ...

წვიმიანი

1653052824

საქართველო

ტრაგედია ბოლო ზარზე - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა

ტრაგედია ბოლო ზარზე  - ბორჯომში ავტოკატასტროფას მეთორმეტე კლასელი ემსხვერპლა. დაშავებულია სკოლის კიდევ სამი მოსწავლე. ირკვევა, რომ  მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი...

ჯჯჯჯ

1653051839

საქართველო

ქართულ ოცნებას” გეგმა აქვს – მან უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ზვიად ძიძიგური

ყველა სპორტის სახეობას თავისი წესები აქვს და მსაჯები ჰყავს, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც ასეა არსებობენ მოთამაშეები და მათ თამაშის წესები უნდა დაიცვან, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ზვიად ძიძიგურ...

ააა