საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში არსებულ ვითარებას გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აჭარაში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად განხორციელებულ ღონისძიებებსა და არსებულ ვითარებას გაეცნო.
მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ქობულეთში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად შექმნილ შტაბში იმყოფებოდა, სადაც ინფორმაცია მიიღო არსებულ ვითარებისა და იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებსაც ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებს.
როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები და აჭარაში სიტუაცია სრულ კონტროლზეა, ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა უკვე გაწმენდილია, აღდგა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და კომუნალური სერვისების მიწოდება. აღინიშნა, რომ გარკვეული გამოწვევები ჯერ ისევ რჩება მაღალმთიან აჭარაში, თუმცა ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად გრძელდება და მაქსიმუმი გაკეთდება მოსახლეობის საჭიროებების მოკლე ვადებში დასაკმაყოფილებლად. აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილი მაღალმთიან სოფლებს ზენითსა და სახალვაშოსაც ეწვია და ადგილზე გაეცნო იქ არსებულ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას და ყველა სამსახურს, რომლებმაც დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრაზე დროული და სწრაფი რეაგირება მოახდინეს.
1740666859
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...
1740666823
მსოფლიოპუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...
1740665665
საზოგადოებასაქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა
საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...
1740665110
ახალი ამბები28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება
ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...
1740664615
მსოფლიორამზან კადიროვის ქალიშვილი ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერის თანამდებობას ტოვებს
ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის უფროსმა ქალიშვილმა აიშატ კადიროვამ, რომელიც ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი იყო, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ მან ინსტაგრამზე დაწერა. „ეს სამუშაო...