"საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული" - მიხეილ სარჯველაძე

"საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს", – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „პარტიები, რომლებმაც 24 თებერვალს აქცია დააანონსეს, ხომ არ იყენებენ უკრაინას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის“.

სარჯველაძის თქმით, ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ.

„ერთადერთი, რაშიც უკრაინას მხარს ვერ ვუჭერთ, ეს არის საომარი მოქმედებების დაწყება და თუ ამას მოისაკლისებენ, ბარემ, თქვან. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უკრაინისთვის არაფერი დაუკლია, ჰუმანიტარულიდან დაწყებული, პოლიტიკური მხარდაჭერით დასრულებული. საქართველოს რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და ამას გააგრძელებს.

პირადად მე მგონია, რომ ეს ადამიანები არიან ხელმოცარული პოლიტიკოსები და არ აქვთ არავითარი რესურსი, საზოგადოებას რაიმე საკუთარი შესთავაზონ, რითაც მათ ინტერესს გამოიწვევენ. შესაბამისად, ამ ადამიანებს ის დარჩენიათ, საზოგადოებაში მონახონ ისეთი ემოცია, რომელსაც საკუთარ სამსახურში ჩაიყენებენ.

ამ შემთხვევაში, ქართულ საზოგადოებაში უკრაინელი ხალხის მიმართ არსებული ემპათია შეიძლება აღიქვან როგორც მათთვის ერთგვარი საშუალება, რომ ეს ემოცია მიიტაცონ და ამას თავისი სახელი დაარქვან.

ასე შეეცადნენ პროცესების მართვას 20 ივნისსაც, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს, ეს რით დასრულდა. ახლაც დაახლოებით იგივეს მოლოდინი მაქვს“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიციური პარტიებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას 24 თებერვალს რუსთაველის გამზირზე აქციაზე გასვლისკენ მოუწოდეს.

ასევე დაგაინტერესებთ:

* 40 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა

* "მისი ქორწინების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა" - მაგდა პაპიძე გამოძიების დაწყებას ითხოვს   

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1674928800

საზოგადოება

ბათუმში ქალის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს, დაკავებულია ერთი პირი

ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ერთი პირი, რომელსაც ბრალდება ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი. პროკურატურის მტკიცებით, 26 იანვარს, ბათუმის ერთ-ერთ კა...

მკვლელობა ბათუმში

1674926400

საზოგადოება

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება

პირველი არხის თანამშრომელს, ჩვენს მეგობარს და კოლეგას, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. მარიამი 2016 წლიდან ებრძვის მძიმე დაავადებას. მას თურქეთის კლინიკაში არაერთი ოპერაცია ჩაუტარდა....

ჭელიძე

1674924600

საზოგადოება

ხაბეიშვილი: უახლოეს პერიოდში რატი ბრეგაძე გაურთულდება პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება, ამაში დარწმუნებული ვარ, თუ უნდა, მუქარად მიიღოს

"მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას არ გადაჰყავთ რეანიმაციულ განყოფილებაში ერთი მიზეზით, რომ სასამართლოსთვის შეუძლებელი არ იყოს ტყვეობაში დატოვოს", – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კ...

ლევან ხაბეიშვილი - პოლიტიკოსი

1674921900

საზოგადოება

"რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც ვიღაცას აბრალებს" – აბსანძე სააკაშვილზე

ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე სოციალურ ქსელში წერს: "ტიპს საერთოდ არაფერზე უნდა პასუხისმგებლობის აღება. რძის ნაწარმის კონტეინერში რომ შეიმალა, შავი ზღვა გადმოლახა და მერე ხინკალი შეუკვეთა თემქაზე, ამასაც...

საზოგადოება

1674919800

მსოფლიო

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს

ევროკავშირი ისრაელს მოუწოდებს, ლეტალური საშუალება, როგორც უკიდურესი ზომა, მხოლოდ გარდაუვალ შემთხვევებში გამოიყენოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, აღნიშნულია,...

ზოგადი