საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა

საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი დატვირთვა ივლისის თვეში (70%) დაფიქსირდა. ტრადიციულად ყველაზე მაღალი დატვირთვით ივლისი-სექტემბრის თვის პერიოდი ხასიათდება.
2024 წელს განთავსების ობიექტების რაოდენობა საგრძნობლად, +49.8%-ით, გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. STR Global-ის მონაცემებით, განთავსების საშუალებათა გაზრდილი მიწოდების პირობებშიც კი საქართველოში არსებული ბრენდირებული სასტუმროები 53.1%-იანი დატვირთვით ფუნქციონირებს.
2025 წელს სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტის ზრდის შესახებ საუბრობს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.
„ჩვენს სასტუმროებში წლიდან წლამდე გვაქვს მზარდი სტატისტიკა დატვირთულობისა და საფასო პოლიტიკის კუთხით. 2023 წელს 2024 - ს თუ შევადარებთ, დატვირთულობა გაიზარდა საშუალოდ 8-10%-ით, ხოლო ფასების აწევა შევძელით 15%-მდე ნიშნულით. 2023 წელი საშუალოდ 65% გვქონდა, რაც შეეხება 2024 - ს, გადავაჭარბეთ 70%-იან დატვირთულობას. 2025-ში გვაქვს მოლოდინი რომ 75% "ოქუფანსის" დავდებთ გაზრდილი ფასებით. 2024 წელთან შედარებით, 2025-ში ფასები 10%-ით გავზარდეთ და ამ ტენდენციას ვინარჩუნებდით კოვიდის შემდგომ ყოველ მომდევნო წელს. გამომდინარე იქიდან, რომ იანვარი და თებერვალი თბილისისთვის ყველაზე დაბალი სეზონის ყველა ცუდი თვეებია, ამჟამად ვიმყოფებით 45%-55% დატვირთულობის ფარგლებში, რაც 3-5%-ით მეტია 2024 წლის იანვარ - თებერვალთან შედარებით. საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია ბრენდული სასტუმროების სანომრე ფონდზე მოსული დატვირთვა, მზარდია ასევე გამოცხადებული ფასებიც. უახლოეს მომავალში, საქართველოში, 15-მდე საერთაშორისო ბრენდი ობიექტის გახსნაა დაგეგმილი, რაც ცხადყოფს ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესს ინვესტორებისა და ასევე ბრენდების მხრიდან. თუ 10-15 წლის წინ რომელიმე ბრენდის შემოყვანა დაკავშირებული იყო საკმაოდ კომპლექსურ მოსამზადებელ კვლევებსა და სამუშაოებთან და თან ახლდა უამრავი რთული ნაბიჯი, დღეს ეს ყველაფერი ძალიან გამარტივებულია, რადგან ქვეყანამ ტურიზმის მიმართულებით თავი კარგად გამოაჩინა და თითქმის ყველა ბრენდისთვის საინტერესო ლოკაციად მოინიშნა მსოფლიო რუკაზე", - აცხადებს HSC Group Hospitality - ს დამფუძნებელი გიორგი დოლიძე.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
1740678391
მსოფლიო„პოლიტიკო“ - უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს
უნგრეთის მთავრობა ლგბტქ+ პრაიდის მსვლელობას კრძალავს. ამის შესახებ ინფორმაციას „პოლიტიკო“ უნგრეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. უნგრეთს მთავრობის წარმომადგენელი, გერგლი გულიაში აცხადებს, რომ საზო...
1740676288
ახალი ამბები„ყინვა და ზვავსაშიშროება“ - 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობე...
1740673725
სპორტისაქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ევროპის ვიცე-ჩემპიონია
თურქეთში იუნიორებსა და კადეტებს შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხმლით მოფარიკავე იუნიორებს შორის საქართველოს სახელით მოასპარეზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ფინალი მან ნეიტრალუ...
1740672732
საქართველოEBRD-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD)-მა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა. აღნიშნულის შესახებ, EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ. ბოლო განა...
1740672000
მსოფლიოტრამპმა ზელენსკისთან შეხვედრა ბოლო მომენტში გააუქმა, მაგრამ მაკრონი ჩაერია და გადააფიქრებინა - ფრანგული მედია
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურდა, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი ვაშინგტონში გაეუქმებინა, მაგრამ პარიზის ჩარევის შემდეგ გადაიფიქრა. ამის შესახებ ტელეკომპანია BFMTV ფრანგულ დიპლომატიურ...