"სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის - "ქართული ოცნებიდან" ალბათ ღმერთის მტრად სხვებიც გამოგაცხადებენ" - რომან გოცირიძე ნინო ლომჯარიას

"სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას", – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას პარლამენტის პლენარული სხდომაზე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 500 წლის წინ, ინკვიზიციის პერიოდში ლომჯარიას ღალატის გულისთვის კოცონზე დაწვავდნენ.

„ქალბატონო ნინო, ჩვენ ვხედავთ და თქვენც ალბათ კარგად გრძნობთ, რომ დაწერილი შეკითხვები ჩამოურიგეს „ოცნებაში“, ოღონდ შეეშალათ მისამართი.

ცოტა ადეკვატური კითხვის დამსმელები უნდა შეერჩიათ.

მთავარი მიზანია თქვენი ლანძღვა, მაგრამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამ ფლანგზე ერთი ადამიანი მაინც აღმოჩნდება, რომელსაც სინდისი შეაწუხებს და მადლობას გადაგიხდით თქვენ და თქვენს სამსახურს ძალიან კარგი მუშაობისთვის.

„ქართული ოცნებიდან“ ალბათ ღმერთის მტრად სხვებიც გამოგაცხადებენ.

სხვათა შორის ეს ხალხი და თქვენ რომ ყოფილიყავით საბჭოთა კავშირში 70 წლის წინ, დაგვხვრეტდნენ, ვინაიდან მაშინ ხალხის მტრებად მოიხსენიებოდა ყველა განსხვავებული აზრის მატარებელი და 500 წლის წინ რომ ყოფილიყავით ინკვიზიციის პერიოდში, კოცონზე დაგწვავდნენ.

თქვენ ახლა დაგაბრალეს კონკორდატის ღალატი.

რა კონკორდატი, სარჩელი შეიტანეთ სასამართლოში საპატრიარქოს წინააღმდეგ, თურმე ამით თქვენ ერჩით ეკლესიას. ეკლესიას ვინ ერჩის, ყველამ კარგად იცის.

ეკლესიას ერჩის „ქართული ოცნება“ და სუს-ი", – განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა „ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა. დოკუმენტის ერთ-ერთი ჩანაწერის მიხედვით, შესაძლებელია, საპატრიარქოს ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაეცეს, რადგან „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება, გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტარამდე და ასევე – საქართველოს „ტყის კოდექსით“ განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

აღნიშნული ცვლილებები სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

სარჩელის მიხედვით, ომბუსდსმენი მართლმადიდებელ ეკლესიას ტაძრების მიმდებარე მიწის ნაკვთების მფლობელობას ედავება. როგორც სახალხო დამცველი მიიჩნევს, ეკლესიისთვის მიმდებარე ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემა დისკრიმინაციულია.

წყარო: 1tv

ასევე დაგაინტერესებთ:

* "თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული ჩემი სიცოცხლის გადარჩენა" - მიხეილ სააკაშვილი "ვივამედის" გენერალურ დირექტორს მიმართავს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები