შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე: „ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“
„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.
მისივე თქმით, ერთიანი პარტიული სიით გამოდიოდნენ ამ არჩევნებზე, რა თქმა უნდა ეს არის ერთი გუნდი და რა თქმა უნდა უნდა გარიცხონ ტერორისტი საკუთარი რიგებიდან.
„„ლელო“ და ამ კოალიციის ნაწილები როგორც არიან „ალდეს“ წევრები, ზუსტად „ალდეს“ წევრია ადამიანი, რომელიც აღიარებს ტერორიზმს. „ალდე“, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით, არც კი იმჩნევს, რომ ტერორისტია მათი გუნდის ნაწილი.
„ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“. თუ არ იქნება ეს განცხადება რომელიმე მხრიდან, ჩვენ ჩავთვლით, რომ ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც საკუთარ გუნდში ჰყავს ტერორისტი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა ალეკო ელისაშვილის მხრიდან.
„ყველას ამას ვეუბნებოდი, რომ როგორც კი რადიკალიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ექსტრემიზმს და მიიღეს ექსტრემიზმი, როგორც კი ექსტრემიზმზე თვალს დახუჭავენ, მიიღებენ ტერორიზმს და საბოლოო ჯამში მიიღეს ტერორიზმი. ამ ტერორისტულ აქტში სრული მორალური პასუხისმგებლობა აქვს ასევე ევროპულ ბიუროკრატიას თუ დიპლომატიას, მათ, ვინც „ლელოს“ აძლევდა ევროპულ სერტიფიკატს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1764679177
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევ...
1764678726
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის „სარფი-ს“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შე...
1764676133
ახალი ამბებიძალადობრივი აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი: იმდენად მძიმე შხამი გამოიყენეს, რომ ქვებიც კი კოროზირდა, ფოთლებმა ფერი იცვალეს
აქციის მონაწილე გიორგი რომელაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ აცხადებს, რომ „დარბევის დღიდან ფოთლებიც კი სხვა შეფერილობის იყო“. „დარბევის მეორე დღესაც ჩვენ ვხედავდით, რომ ფოთლებ...
1764674755
ახალი ამბები„ევროაქტივი“ - თანხების არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე, ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა
ბელგიის პოლიციამ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში ჩხრეკა ჩაატარა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევროაქტივი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, საქმე ეხება ევროკავშირის ფინანსე...
1764674397
საზოგადოებანინო წილოსანი: ბაჩიაშვილს ყველანაირი საშუალება მისცა ბიძინა ივანიშვილმა, რომ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი ეკეთებინა, მან კი ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ გამოიყენა
ეს არის ადამიანი, რომელსაც ყველანაირი საშუალება მისცა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ყოფილიყო ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ტოპ-მენეჯერი, ჰქონოდა შემოსავალი. შესაბამისად ყოფილიყო უზრუნველყოფილი. მათ შო...



























