შალვა პაპუაშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ გამოვიდნენ საარჩევნო უბანზე და გახსნან საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი

„მიხარია, რომ ყველა გულშემატკივარი, რომელიც დღეს აქ შეიკრიბა, ერთი ენერგიით ვარ გაერთიანებული, ენერგიით, რომელიც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი თითოეული მუნიციპალიტეტის წინ წაყვანას, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას, ჩვენი ქალაქების, სოფლების გალამაზებას, დამშვენებას, იმისთვის რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს უხაროდეს ის გარემო, სადაც ის ცხოვრობს, გრძნობდეს იმ სიკეთეს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ერთი თვე დარჩა არჩევნებამდე, შედის გადამწყვეტ ფაზაში საარჩევნო კამპანია და დარწმუნებული ვარ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ენერგიულად იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები იმისთვის, რომ როგორც პრემიერმა თქვა, მოიხსნას ყველა რეკორდი, ყველა გამოვიდეს საარჩევნო უბანზე და კიდევ ერთხელ, ამ განვლილი წლებით, იმ ბრძოლით, რომელიც ჩვენ გამოიარეთ, გახსნას საბოლოოდ ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასვლის კვანძი იმ მხარდაჭერით, რომელსაც დააფიქსირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1784139694

ახალი ამბები

შიო მესამე: დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში

„დღევანდელი დღე მოგვიწოდებს, დავფიქრდეთ და მივმართოთ დედა ღვთისმშობელს ლოცვით, შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში... თავის...

შიო მესამე

1784138858

ახალი ამბები

დავით ქართველიშვილი მარკო რუბიოს ორგანიზებულ ფორუმში მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობაზე: თუ ხელისუფლება მართლაც „არალეგიტიმურია“, მაშინ რატომ ზის მისი ვიცე-პრემიერი არა შემთხვევითი სტუმრის სტატუსით, არამედ როგორც სრულუფლებიანი მონაწილე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება საერთაშორისო მინისტერიალს და აღნიშნავს, რომ ღონისძიებაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა წინააღმდეგობაში მოდ...

დავით ქართველიშვილი

1784136561

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა - მხარეებმა პირდაპირი ფრენების სიხშირის გაზრდაზე იმსჯელეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოც...

მარიამ ქვრივიშვილი

1784134252

ახალი ამბები

პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 121 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალა...

პროკურატურაპროკურატურა

1784133607

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ვნახავთ კიდევ უფრო მეტ რეისს კიდევ უფრო მეტი მიმართულებიდან

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ China Eastern Airlines-თან ერთად ვწერთ ახალ ისტორიას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საინაუგურაციო რეისთან დაკავშირებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი