შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის პარლამენტს ეწვია. საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომებზე. შალვა პაპუაშვილმა ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლანენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში“.
ცერემონიული ნაწილის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ამ კუთხით, აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა ინდურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათ გაიხსენეს ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც წელს, უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში შედგა. შალვა პაპუაშვილმა ომ ბირლა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და, მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
1764665599
საზოგადოებაპრემიერი: სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად
„სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხად...
1764665370
საზოგადოებაირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელის ბრალდებებზე: თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს
„თინა ხიდაშელი არის უცხოური გავლენის აგენტი, ქვეყნის ღალატი მისთვის არ არის უცხო მოვლენა, აქედან გამომდინარე, ასეთი ანგარიშები არავის გვიკვირს“, - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალ...
1764665242
საზოგადოებაგივი მიქანაძე: სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება
„სასწავლო გარემოზე ორიენტაციისა და სრული ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო პროცესში ავკრძალოთ მობილური ტელეფონების გამოყენება“, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ზოგადი...
1764664641
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - „ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია
„ბი-ბი-სისთვის“ შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია“, - ამი...
1764664310
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების კუთხით, კარგია, რომ მათ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს აღნიშნული პროექტი
„კარგია, რომ ორმხრივი ინტერესის პროექტების ნუსხაში შეიტანეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ თანამშრომლობა ევროპულ სტრუქტურებთან ამ პროექტის განხორციელების კუთხით“, -...



























