შალვა პაპუაშვილი: რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ელჩმა „ნაცმოძრაობის" ამ კონკრეტულ აქტივისტს გრანტების კანონის ამოქმედებამდე დაფინანსება გამოუყო - ჩვენთვის ვიცოდეთ, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა

ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა,” - დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას
,,ეს ადამიანი, ირაკლი ხვადაგიანი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის მე-8 (!) ნომერი იყო, პარლამენტის წევრიც გახდა და ნაცმოძრაობის სხვა რადიკალებთან ერთად მანდატიც დატოვა. "ნაციონალური მოძრაობა" დღეს ღიად აცხადებს, რომ აპირებს "ხელისუფლების დამხობას".
როგორც საზოგადოებას ახსოვს, რამდენიმე კვირის წინ, საფრანგეთის ელჩმა "ნაციონალური მოძრაობის" ამ კონკრეტულ აქტივისტს, გრანტების კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, დაფინანსება გამოუყო. თანხის მიცემის საბაბად, საფრანგეთის საელჩომ, ქუთაისში ტურისტული მარშრუტების დახაზვა დაასახელა. ამგვარი მარშრუტის მხაზველები, შემთხვევით, "ხელისუფლების დამხობის", "არჩევნების ჩაშლის" და "ქუჩის ძალადობის" მონაწილენი რომ ხდებიან, ალბათ, მხოლოდ შემთხვევითობაა.
თუმცა, სინამდვილეში, ეს "შემთხვევითობა" იმის ნათელი მხილებაა, თუ რა სქემებით ფინანსდება საქართველოში ექსტრემიზმი. ზუსტად ეს სქემები ამხილა აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ და შეწყვიტა სხვა ქვეყნების არევის დაფინანსება. და მართლაც კატასტროფაა იმის ყურება, თუ როგორი არაევროპული აღტყინებით იღებენ საკუთარ თავზე გეოგრაფიულად ევროპელები, ექსტრემიზმის სახელფასო სქემების დაფინანსებას.
ამ პოსტის ბოლოს ვფიქრობდი საფრანგეთის ელჩისთვის მიმემართა, წუთით წარმოედგინა, რა მოხდებოდა, საქართველოს საელჩოს რომ საფრანგეთში დაეფინანსებინა ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დამხობის და არჩევნების ჩაშლის გეგმებს აწყობენ. ვიცი რომ შეძლებს წარმოდგენას, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორ დასკვნას გამოიტანს, ამიტომ არ მივმართავ.
უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ - ეს ექსტრემიზმია, ხოლო იმას, ვინც ექსტრემიზმს აფინანსებს, ქართველი ხალხისთვის კარგი არ უნდა,” - წერს პაპუაშვილი.
1753011252
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...
1753005874
ახალი ამბებიშსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...
1753004371
მსოფლიოსაუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...
1753004035
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქა...
1753003502
საზოგადოებანინო წილოსანი: ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ გა...