შალვა პაპუაშვილი რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ის, როგორც საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო, ვფიქრობ, არის დამაკმაყოფილებელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გათავისუფლების მიზეზს ვერ ხედავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილმა, მედიის წარმომადგენლის კითხვას უპასუხა - თვლის თუ არა ის, რომ რაჟდენ კუპრაშვილმა პოსტი უნდა დატოვოს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისი კომპეტენცია არ არის ასეთი ტიპის დაწესებულებაში ვინმეს დანიშვნა ან გათავისუფლება. რაც შეეხება თავად ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, მისი თქმით, სამსახური გამართულად მუშაობს.

„რაც შეეხება ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას, თქვენ ნახეთ, რომ დროთა განმავლობაში ფუნქციები დაემატა, რაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა არის. თავდაპირველი ფუნქციისგან, რომელიც იყო საჯარო მოხელეების დეკლარაციების შევსების უზრუნველყოფა, დაემატა სტრატეგიის შემუშავება, დაემატა შემდეგ უცხოური დაფინანსების კონტროლი და ა.შ. რაც რა თქმა უნდა გამოწვევებს წარმოადგენს თუმცა ის, როგორც ბიურო საქმიანობს ვფიქრობ, რომ არის დამაკმაყოფილებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ანტიკორუფციული ბიურო არ არის საგამოძიებო უწყება, მისი ფუნქცია არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შეგროვება, რომელიც ამოწმებს დოკუმენტში მითითებული მონაცემების შესაბამისობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1762935289

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია

დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შ...

შალვა პაპუაშვილი

1762934659

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...

მარიამ ქვრივიშვილი

1762934136

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს იმ გზაზე დგას, სადაც საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევის სურვილია

რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფ...

შალვა პაპუაშვილი

1762933729

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება

წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...

ლევან მაჭავარიანი

1762932392

ახალი ამბები

კახეთში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ არარეგისტრირებული ყველის საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად, ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს. აღნიშნულის შეს...

იმერული ყველი