შალვა პაპუაშვილი: საქმე საქმეზე რომ მიდგება, დონორი ხელს დაიბანს, რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს და კოქტეილს დალევს. პასუხისმგებლობაში კი ის ადამიანები მოექცევიან, ვინც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს
მტკიცებულებას მტკიცებულებაზე გვიმატებენ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელისთვის მათ აკრძალვასთან დაკავშირებით. მათ შორის, განცხადება, რომ გარედან მიღებული დავალებით მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს - ამაზე მეტი ფროიდისეული წამოცდენა რა უნდა იყოს, თვითონ აღიარეს, რომ გარედან მართული მარიონეტები არიან, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობაში“ სარჩელთან დაკავშირებული ბრიფინგის პარალელურად, „უცხოეთის დაქირავებულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დადო პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის შეფასება დადო. მისი თქმით, ეს მმართველ გუნდს აფიქრებინებს, რომ ეს ერთი პროცესის ნაწილებია.
„ხელის გულზე დევს, რომ ეს არის ორკესტრირებული ქმედება რადიკალურ ოპოზიციის, გარედან დაქირავებული „ენჯეოებისა“ და მათი დამქირავებლის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოში მიმართვის გზით, სადაც ერთმანეთს ეხმარებიან ერთიანი ფრონტის შესაქმნელად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი შეფასებით, შიდა საქმეებზე გარე ძალებთან კონსულტაციები არ უნდა გქონდეს და ეს ვასალურ მიდგომას აჩვენებს. პაპუაშვილმა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შესაძლო პასუხისმგებლობის შესახებ გააფრთხილა.
„დღეს დონორები მათ უბიძგებენ დანაშაულის ჩადენისკენ, კანონის დარღვევისკენ. საქმე საქმეზე და პასუხისმგებლობაზე რომ მიდგება, ის დონორი ხელს დაიბანს, წავა და რომელიღაც კუნძულზე ფეხს ფეხზე გადაიდებს და კოქტეილს დალევს. პასუხისმგებლობაში კი ის ადამიანები მოექცევიან, ვინც მიამიტური თვალებით უყურებენ ამ დონორებს და ფიქრობენ, რომ თურმე რაღაც კარგს აკეთებენ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1762935820
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი რაჟდენ კუპრაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე: ის, როგორც საქმიანობს ანტიკორუფციული ბიურო, ვფიქრობ, არის დამაკმაყოფილებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, კუპრაშვილის გ...
1762935289
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ევროპული ღირებულება არის დიალოგი და არა კონფრონტაცია, საუბარი და არა დირექტივები, სამწუხაროდ, დღეს ბრიუსელი ამ ღირებულებებს აცდენილია
დღეს ბრიუსელი ღირებულებებს აცდენილია, რისი შედეგიც არის ის კონფრონტაციული ტონი, თავდასხმები, რიტორიკა, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ გვესმის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შ...
1762934659
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო თურქეთის მთავრობას და ხალხს სამძიმარს უცხადებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი 11 ნოემბერს თურქული სამხედრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო სამძიმარს უცხადებს თურქეთის მთავრობას და დაღუპულთა ოჯახებს. „შეძრწუნებულ...
1762934136
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი დღეს იმ გზაზე დგას, სადაც საბჭოთა მოსკოვი იყო, როდესაც დიალოგის ნაცვლად, არის კონფრონტაცია, საკუთარი დღის წესრიგის თავსმოხვევის სურვილია
რადიკალური ოპოზიცია, მათი უცხოელი მფარველების ხელში, გამოიყენება იმისთვის, რომ საქართველოს მიმართ დღის წესრიგი იმ ჯგუფების სურვილის მიხედვით იყოს გატარებული, რომლებიც მათ აორგანიზებს, მფარველობს და აფ...
1762933729
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება
წლის ბოლოს ჩვენი ეკონომიკა, პირველად ჩვენს ისტორიაში, უკვე იქნება 100 მილიარდ ლარზე მეტი. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა ბიუჯეტზეც ისახება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმ...





























