შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩნდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სარგის ხანდანიანმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის ფორმატი, რომელიც კარგი შესაძლებლობაა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული დინამიკის განსახილველად.

მან ისაუბრა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე, რომელიც, მისი თქმით, პირველ რიგში, რეგიონული თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობის პერსპექტივები. სარგის ხანდანიანმა მადლიერება გამოხატა რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით საქართველოს ძალისხმევის გამო. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული საწვავის, საქართველოს გავლით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა სომხეთსა და თურქეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და მათი შესაძლო შედეგები.

მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს ორი ქვეყნის შიდა პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენები და დაგეგმილი რეფორმები.

შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღო პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765271026

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სხვების უფლებების შეზღუდვის ხარჯზე

„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს ცვლილება არის სრულად შესაბამისობაში როგორც კონსტიტუციურ სტანდარტთან, ისე სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან, შესაბამისად, რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს“,...

შალვა პაპუაშვილი

1765270989

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თბილისი უკვე რამდენიმე წელია ზუსტად იმავეს ეუბნება ბრიუსელს, თუმც...

შალვა პაპუაშვილი

1765270939

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: 10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება

„10 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ვიხილეთ ტერორისტული აქტი, რეაქცია არ არის. შეგვიძლია დღეიდან უკვე ფაქტად მივიღოთ, რომ ALDE არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება“, - განაცხადა პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1765270787

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ესტონელები და ლიეტუველები გვსაყვედურობდნენ, ქართველი გლეხი ღვინოს რატომ ყიდის რუსეთშიო - აღმოჩნდა, რომ ჩვენზე მეტი ღვინო გააქვთ რუსეთში

„შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც პირდაპირ აჩვენა, რომ უკრაინისკენ მიმართულ თანხებზე გაცილებით მეტი ჰქონდა ინვესტირებული რუსეთის ეკონომიკაში ევროკავშირს. ეს ევროკავშირი ჩ...

შალვა პაპუაშვილი

1765268581

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტ...

სურსათის ეროვნული სააგენტო