შალვა პაპუაშვილი: ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიაში ევროკავშირის შესახებ ჩანაწერებს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თბილისი უკვე რამდენიმე წელია ზუსტად იმავეს ეუბნება ბრიუსელს, თუმცა ყრუ კედელს აწყდება.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას თეთრ სახლში „ესტონიზაციად“ მოიხსენიებენ და ეს ტერმინი ჩამოყალიბდა, როგორც იმ თავქარიანი აქტივიზმის ასახვა, რომლითაც ბრიუსელმა ევროკავშირი ეკონომიკურ და ღირებულებით სტაგნაციამდე მიიყვანა.

„ზუსტად იგივე გაიმეორა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საკუთარ სტრატეგიაში, რასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა. ევროკავშირი, რომელსაც მსოფლიო ეკონომიკის 24% ეკავა, დღეს 17%-ზეა ჩამოსული, ზუსტად იმ თავქარიანი აქტივისტური პოზიციის გამო, „ესტონიზაციის“ გამო, რომელიც ევროკავშირს სჭირს. იმედია ახლა მაინც განგაშის ზარად მიიღებენ ამ ყველაფერს.

სტრატეგიაში ხაზია გასმული, რომ აშშ პატრიოტულ ძალებზე ამყარებს იმედებს და ჩვენც არაერთხელ გვითქვამს, რომ მივესალმებით იმ გამოღვიძებას, რაც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში ხდება, სადაც პატრიოტული ძალები უფრო მეტ ძალას იკრებენ. იმედი გვაქვს, ევროპის ყველა ქვეყანაში პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობების აღდგენისა და ბრიუსელის პოლიტიკის გაკეთილშობილების ერთადერთი გზა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765268581

ახალი ამბები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში საბავშვო ბაღის კვების ბლოკს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს ქ. ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ N1-ში მდებარე საბავშვო ბაღში - "სტ...

სურსათის ეროვნული სააგენტო

1765266597

საზოგადოება

დავით მათიკაშვილი: ერთი ადამიანის უფლების რეალიზება იქ მთავრდება, როდესაც ის უკვე წინააღმდეგობაში მოდის სხვა პირის უფლების რეალიზებასთან. ამიტომ, ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სწორედ ამ მიზნით შედის ცვლილებები კანონმდებლობაში

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა მაღალი ხარისხით მოხდეს“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა...

დავით მათიკაშვილი

1765264474

მსოფლიო

ილონ მასკი ბრიტანეთზე: მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია

მთავრობა, რომელიც ვერ იცავს თავის მოქალაქეებს, არალეგიტიმურია, - წერს ილონ მაკსი X-ზე. ასე სოციალური ქსელის მფლობელი დიდ ბრიტანეთში მიგრანტების მიერ 15 წლის გოგოს გაუპატიურებას გამოეხმაურა. მასკმა გაა...

ილონ მასკი

1765263667

საზოგადოება

„ნეიტრალური საქართველო“: ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგია. ქვეყანა უნდა გამოვიყვანოთ ევროილუზიიდან და ვიმუშაოთ ნეიტრალური სტატუსის მისაღებად

მიგვაჩნია, რომ უკრაინაში ომის დასრულების და ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, საქართველოს უნდა ჰქონდეს საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგია, სადაც მკაფიოდ იქნება დაფ...

ერთიანი ნეიტრალური საქართველო

1765262107

ახალი ამბები

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ბოლო დღეებში ჩატარე...

საქართველოდან გააძევეს