შსს: მეხანძრე-მაშველები დიდთოვლობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო ძალებთან და სხვა ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, გურიის რეგიონში შექმნილია დისლოკაციის 6 ადგილი. დისლოკაციის ადგილებზე განთავსებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბები, სადაც მეხანძრე-მაშველებთან ერთად თავდაცვის, ასევე საპოლიციო ძალებისა და სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
„ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სპეცტექნიკა. აღნიშნული შტაბებში ხორციელდება დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღება და შესაბამისი რეაგირება, მათ შორის, როგორც სამაშველო ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელება, ასევე სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებთან ადგილზე მისვლა.
მეხანძრე-მაშველებმა, საპოლიციო ძალებთან და სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს რელიეფურ პირობებში არაერთ მოქალაქეს გაუწიეს დახმარება“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1740658535
ახალი ამბები„კოორდინირებული მუშაობა გრძელდება და არც ერთი მოქალაქე არ დარჩება უყურადღებოდ - ყველასთან მყარდება კომუნიკაცია“ - მიხეილ ყაველაშვილი
„კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება და მთავარი საკითხია, რომ არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს უყურადღებოდ, ყველასთან მაქსიმალურად მყარდება კომუნიკაცია“, - განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვ...
1740655001
ახალი ამბები„ბიძინა ივანიშვილი არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგას, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“ - ლევან მაჭავარიანი
„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არცერთ ისეთ ნაბიჯს არ დგას, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ეროვნულ ინტერესებს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგი...
1740654573
მსოფლიოThe Washington Post: შესაძლოა, 2100 წლისთვის უკრაინის მოსახლეობა 15 მილიონამდე შემცირდეს
უკრაინის მოსახლეობა სწრაფად მცირდება და ამან, შესაძლოა, სერიოზული გავლენა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკურ სიჯანსაღეზე, პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ეთნიკურ მრავალფეროვნებასა და მომავალში, ომის წარმოების უნარ...
1740654045
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, არ ემსახურებოდეს ქვეყნის, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო პროცესებს
მნიშვნელოვანია, რომ საგარეო დაფინანსება სწორი მიმართულებით იყოს წარმართული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა ა...
1740653987
საზოგადოებაპრემიერი: გურიაში დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი გაწმენდილია, კომუნიკაცია მყარდება ყველა დასახლებულ პუნქტთან, სურსათითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა გრძელდება მუდმივ რეჟიმში
განვიხილეთ გურიაში, მოცემულ მომენტში არსებული მდგომარეობა, რა სამუშაოები შესრულდა, მთლიანობაში, რაც მნიშვნელოვანია, დასახლებების დამაკავშირებელი გზების 70%-ზე მეტი არის გაწმენდილი, - ამის შესახებ პრემ...