სოფო ჭყონია: „რუსების საქართველოში შემოგზავნა დაპირისპირებისთვის ხდება, რათა ეს პირდაპირი ოკუპაციის საბაბი გახდეს“

რუსეთის მოქალაქეების პროვოკაციული ქმედებების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოება მოითხოვს, რომ საზღვარზე რუსი შემომსვლელების მიმართ მკაცრი კონტროლი დაწესდეს.

სოფო ჭყონიას თქმით, დედაენის ბარზე რუსების თავდასხმამ დაადასტურა, რომ მათი შემოსვლა ქვეყანაში პროვოკაციების მოსაწყობად ხდება.

ჭყონიას თქმით, რუსების შემოგზავნა სპეციალურად ხდება საქართველოში, რათა მოხდეს დაპირისპირება და ეს გახდეს პირდაპირი ოკუპაციის საბაბი რუსეთის მხრიდან.

ბარმა რაც გააკეთა არის გმირობა დღევანდელ სიტუაციაში. იმიტომ რომ ისინი იცავენ იმას, რასაც არ აკეთებს ხელისუფლება. ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ თითოეულ ასეთ ინიციატივას და ასეთ ბიზნესს, რომელიც პირდაპირ უპირისპირდება ბოროტ ძალას. ეს არის პროვოკატორების დიდი ჯგუფი, რომელიც რუსეთიდან შემოდის და ამას ჩვენი სახელმწიფო არანაირად არ აკონტროლებს და ეჭვი მაქვს რომ სწორედ პროვოკაციებისთვის არის ამდენი რუსი შემოგზავნილი საქართველოში, რომ მოხდეს არეულობა, რომ მოხდეს ქართველებს და რუსებს შორის დაპირისპირება და ეს გახდეს საბაბი, ჩვენი პირდაპირი ოკუპაციის. რუსეთი პირდაპირ აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის შემადგენლობაში აუცილებლად იქნება და რომ საქართველო რუსეთის გარეშე არაფერი არაა“. - ამბობს სოფო ჭყონია.
მასობრივი შეტევა ოკუპანტებმა „დედაენის ბარზე“ გუშინ მიიტანეს. ეს  მას შემდეგ მოხდა, რაც  ბარში  მისულმა ოკუპანტებმა აღმაოჩინეს, რომ ტერიტორიაზე შესვლას  მხოლოდ იმ პირობით შეძლებდნენ, თუ დაეთანხმებოდნენ,  რომ რუსეთი აგრესორია და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული.

მასობრივი კიბერთავდასხმის შემდეგ  ბარი რამდენიმე საათის განმავლობაში იყო პარალიზებული.

ინფორმაციას „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 ვინ არის ქართველი მსახიობი, რომელიც ძალიან პოპულარულ თურქულ სერიალში მთავარ როლს შეასრულებს

🔵 ანა ჩაკვეტაძე პირველი ქართველი ქალი ოფიცერია, რომელიც FBI-ს აკადემიაში ისწავლის

🔵 „ქალებო, გთხოვთ, არ გაბრიყვდეთ და არ აიღოთ ვალები კაცების ნაცვლად...ვინც ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლები ხართ, მოგვმართეთ“ - ბაია პატარაია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1659893483

საზოგადოება

იძებნება - კასპში 27 წლის ბიჭი გაუჩინარდა

კასპში 27 წლის ახალგაზრდას ეძებენ. სოფელ გომში მცხოვრებ ბექა რევაზიშვილს ოჯახის წევრები ამ დრომდე ვერ უკავშირდებიან და დახმარებას ითხოვენ. "27 წლის ბექა რევაზიშვილი გუშინ დაახლოებით, 13:00 საათზე გავი...

ზოგადი

1659893100

საქართველო

„მაშინ მსოფლიოს პუტინი უნდა შეეჩერებინა. გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ“ - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 14 წლისთავს სპეციალური განცხადებით ეხმიანება. ლიეტუა საქართველოს სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობას აღიარებს და აცხადებს, რომ...

ოკუპაცია

1659891660

საქართველო

„ტრაგედიაა, რომ საქართველო გაყოფილია“ - დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში

  "დღეს, 14 წლის თავზე, მწუხარებით ვიგონებთ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ საქართველოს ომში დაღუპულებს. გაერთიანებული სამეფო განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭე...

ოკუპაცია

1659890100

ახალი ამბები

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 8 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, სამეგრელოში, მცხეთა-მთიანეთსა და აჭ...

შემთხვევები

1659888600

ახალი ამბები

1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერზე" განცხადებას ავრცელებს და წერს: „1801, 1921, 1992, 2008 - ეს თარიღები თითოეულ ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. ისინი რუსეთის შეიარაღებული აგრესიისა და ოკუპაციის დაუნდობ...

ზოგადი