სტიქია ბაღდათში - კომპანია „ზეკარი“ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიამ პრობლემები შექმნა. ადიდებულმა მდინარე ხანისწყალმა მაღალმთიანი სოფელი ხანი გარე სამყაროს მოწყვიტა.
მდინარემ სოფელთან მისასვლელ ცენტრალურ გზას საძირკველი გამოაცალა, რის გამოც გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია. ხანს, სადაც 275 ოჯახი ცხოვრობს, არც ელექტროენერგია მიეწოდება, რადგან სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
ადიდებულმა მდინარემ ზეკარის ხეობაში არსებული მინერალური წყლების საწარმოც დააზარალა. მდინარე ხანისწყალმა კალაპოტი გაარღვია და კომპანია „ზეკარის“ ტერიტორია დატბორა.
ამ დროისთვის, ზარალის დათვლა მიმდინარეობს. დაზიანებულია საწარმოს დანადგარები. კომპანიის წარმომადგენლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ, რათა სწრაფად მოხდეს ქარხნის რეაბილიტაცია და აღდგეს სამუშაო პროცესი. კომპანია „ზეკარში“ ადგილობრივები არიან დასაქმებულები და მათ ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, კომპანიას ხელისუფლების დახმარების იმედი აქვს. ზარალი შესასწავლია. წყალმა დატბორა საწარმოს ეზოც და დააზიანა შენობა-ნაგებობები. ძლიერი ნაკადისა და წყლის დონის გამო, საწარმოს თანამშრომლები ვერ ახერხებენ ქარხნის შიდა პერიმეტრზე შესვლას.
კომპანია „ზეკარის“ ხელმძღვანელობა ხელისუფლებას დახმარებას და ადგილზე არსებული სიტუაციის სწრაფად შესწავლას სთხოვს, რათა საწარმომ ფუნქციონირების აღდგენა შეძლოს. ამ დროისთვის, უცნობია ზარალის ზუსტი ოდენობა, თუმცა როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, ზარალი მასშტაბურია და შესაბამისი კომისია ზარალს ითვლის. ასევე, სოფელ ხანთან მისასვლელად ალტერნატიული გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
1752337811
ახალი ამბებიდავით ქართველიშვილი: ბრიუსელი საქართველოზე გამავალ ენერგეტიკულ, ეკონომიკურ, სატრანზიტო პროექტებს გვერდს ვერ აუვლის და იძულებული იქნება ითხოვის ურთიერთობების დალაგება
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ყველაზე ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში დროებით გადავიდეთ საბანკო ურთიერთობების სხვა სისტემებზე, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით...
1752334711
ახალი ამბებიდავით სონღულაშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც ხორბლის წარმოებაში არსებობს და ეტაპობრივად გავზარდოთ თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დედოფლისწყაროში, ხორბლისა და ქერის შემნახველ საწარმოში მეხორბლე ფერმერებს შეხ...
1752332726
ახალი ამბებისაქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ რიგით 50-ე სხდომაში მონაწილეობს
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანისა და პარლამენტის წევრის ანტონ ობოლაშვილის შემადგენლობით, პარიზში ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ...
1752330508
ახალი ამბები20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
20 ივლისამდე ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის 90-ე კმ-ზე, სოფელ დიოკნისთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოს ინფრასტრუქტურ...
1752329074
ახალი ამბებიმეუფე შიო: წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში
„წმინდა ეკლესიამ პეტრე და პავლე მოციქულებს მიანიჭა საპატიო წოდება - მოციქულთა თავნი, ვინაიდან მათ განსაკუთრებით დიდი შრომა გასწიეს სახარების გავრცელების საქმეში. სულიწმინდის მადლით მუდამ განმტკიცებულ...