სულხან თამაზაშვილი: შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი აძლიერებს კულტურის სფეროს განვითარებას და ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში

 ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაესწრნენ, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერა, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონში და აძლიერებს კულტურის სფეროს განვითარებას.

„აჭარის რეგიონი მუდამ იყო მრავალფეროვნებისა და კულტურული შემოქმედების ცენტრი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის კულტურულ სახეს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ საერთაშორისო ფესტივალებითა და ღონისძიებებით ჩვენი რეგიონი კიდევ უფრო გაამყარებს თავის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.

ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის, UNESCO-ს პატრონაჟით და საქველმოქმედო ფონდის ,,ლირას“ ორგანიზებით იმართება. აღსანიშნავია, რომ ფონდის დამფუძნებელი აჭარის კულტურის მინისტრი ელისო ბოლქვაძეა.

ხუთი დღის განმავლობაში ბათუმი მრავალფეროვანი შემოქმედებითი აქტივობების ცენტრად იქცევა. ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კლასიკური მუსიკის ვარსკვლავებს და ქმნის მნიშვნელოვან პლატფორმას ახალგაზრდა მუსიკოსების აღმოჩენისთვის.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764685172

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ბრიუსელსა და ბრიუგეში ჩატარებულ ჩხრეკებზე: აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს კორუფცია ჩვეული მოვლენაა

აქ გასაკვირი არაფერია, ეს არ არის პირველი სკანდალი ევროკომისიასთან და ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან დაკავშირებით, - განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ქარ...

შალვა პაპუაშვილი

1764684361

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა - მათ არ გაითვალისწინეს არც ერთ კითხვაზე პასუხი, რომელიც მიიღეს ჩვენი მხრიდან

„სტატიის გამოქვეყნებისთანავე ნათელი იყო, რომ BBC-ს და კერძოდ ამ ჟურნალისტს ჰქონდა ანგაჟირებული მიდგომა“ , - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. იგი ა...

ნიკოლოზ სამხარაძე

1764683425

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: განათლების რეფორმის კონცეფციას საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს

„განათლების რეფორმის კონცეფციას, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისა...

შალვა პაპუაშვილი

1764683312

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ალეკო ელისაშვილზე: „ლელომ“ მკაფიოდ უნდა განაცხადოს რიცხავენ თუ არა ადამიანს, რომელმაც აღიარა ტერორისტული აქტის ჩადენა საკუთარი რიგებიდან. იგივე მკაფიოდ უნდა განაცხადოს „ალდემ“

„ლელოს“ წარმომადგენლები უნდა გამოვიდნენ და თქვან, ადამიანი, რომელიც აღიარებს, რომ ტერორისტული აქტი ჩაიდინა რჩება თუ არა „ლელოს“ წევრად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილ...

პაპუაშვილი

1764680871

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7015 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7020 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი