თანხა მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა, სადაც ეწერა, რომ ავადმყოფი ჰყავდათ, ძალიან უჭირდათ - გიორგი ღოღობერიძის ემოციური პოსტი

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ტაქსიში მომხდარ ამბავზე წერს.

"დილის 5 საათი იქნებოდა, როდესაც  გრაფიკს დავხედე და ორშაბათის განრიგის წაკითხვაზე გული შემიღონდა. ნაჩქარევად წამოვხტი და მომდევნო 8 საათში: ონკოლოგიის მასალებს გადავხედე, ბიოქიმია გადავიკითხე, რუსთავი 2-ში მივედი დილის გადაცემის ჩასაწერად, იქიდან რუსთაველზე დავრუნდი, დილის ლექცია წავიკითხე, ორ ჯგუფშიც ავხსენი მომდევნო თემები და უკვე 1-ლი იქნებოდა საათი, რომ რადიოში წასავლელად მოვემზადე. 

ტაქსი მოვიდა. 

სწრაფად მივესალმე, დავჯექი და სანამ რადიოში მივიდოდი, იმ 20 წუთში თვალის გადავლება გადავწყვიტე სიახლეებზე…

ისე გამწარებული ვკითხულობდი, რომ მძღოლისთვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. 

 პერიფერიული მზერით ვამჩნევდი, რომ ეს კაცი დროდადრო მიყურებდა, რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ მე იმდენად ვიყავი გადაცემისთვის ორიენტირებული, რომ თვალით კონტაქტს არ ვიჭერდი.

 ეს კაცი შუქნიშნებზე აჩერებდა, რაღაცებს დაწერდა და ისევ აგრძელებდა გზას

როცა ადგილზე მიმიყვანა, ფული არ გამომართვა. მე შენ გიცნობ, თანხას ვერ ავიღებო. მე ეს ისე მეუხერხულა, ჭიდაობა დავიწყე, რას ჰქვია, არ მართმევ-მეთქი  რომ ვერაფერს გახდა, მორიდებით გამომართვა და წერილი შემაჩეჩა. უბრალო ფურცელზე ეწერა, რომ ავადმყოფი ჰყავდათ, ძალიან უჭირდათ, ექიმთან მისვლის ფულიც არ ჰქონდათ , მაგრამ სადღაც დეკემბერში დაურეკავთ. რამდენიმე რჩევა მიმიცია, დამიიმედებია ბრძოლისთვის და საჭირო რჩევების შემდეგ ფეხზე დამდგარა. ამ წერილით კი სიკეთის გადახდა სურდა.

არ ვიცი ეს მაგალითი რა მოსატანია, მაგრამ არც ერთი ტაქსის მძღოლს ჩემთვის თანხა არ გამოურთმევია ბოლო 6 თვეა. დღესაც კი სამი მძღოლიდან სამივემ უფასოდ მიგიყვანეთო. ყველგან ჭიდაობა მიწევდა, რომ ეს უხერხულობა თავიდან ამერიდებინა. 

ამ ამბით ისევ და ისევ იმის თქმა მინდა, რომ სიკეთე ეს არის მზიანი დღე მაშინაც კი, როცა ამინდი ცუდია 

არ აქვს მნიშვნელობა რა დრო გავიდა, ის ახსოვთ და დაგიფასებენ", - წერს გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი