თბილისის მერი უნგრეთის მმართველი პარტიის პრეზიდენტს შეხვდა

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე დღეს პარლამენტის წევრს, პარტია „ფიდესის“ პრეზიდენტ გაბორ კუბატოვის შეხვდა.

პარტიის ოფისში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და უნგრეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევებთან ბრძოლაში საერთო ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთის ხელისუფლებას და მმართველ პარტიას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი მქონდა ბუდაპეშტში, მადლობა ასეთი თბილი და მეგობრული მასპინძლობისთვის. ჩვენს ქვეყნებს ბევრი რამ აკავშირებს ერთმანეთთან, რასაც ემატება ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების მიმართ პოზიციების თანხვედრა. როგორც საქართველოსთვის, ისე უნგრეთისთვის მთავარი ამოსავალი არის საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვა და ერთგულება იმ ფუნდამენტური ღირებულებების, რასაც სუვერენიტეტის შენარჩუნება და სიმართლისთვის ბრძოლა ჰქვია“, - აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრაზე.

გაბორ კუბატოვმა წარმატებები უსურვა საქართველოს მმართველ გუნდს ქვეყნის ინტერესების დაცვაში და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოს წარმატება აძლიერებს უნგრეთს, რაც სასიხარულოა.

შეხვედრას უნგრეთში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ ლალიაშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრები დაესწრნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764668969

საზოგადოება

ჩახუნაშვილი: ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია. სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოეყენებინათ, ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი

„ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია“, - განაცხადა პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბრისას, მას შემდეგ რაც ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა მის მიერ ჩატარებულ...

კონსტანტინე ჩახუნაშვილი

1764667300

ახალი ამბები

განათლების მინისტრი: 11-კლასიან სწავლებაზე 2027-2028 სასწავლო წლიდან გადავალთ - დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში

 11-კლასიან სწავლებაზე ჩვენ გადავალთ 2027-2028 სასწავლო წლიდან. დღეს ვინც მეცხრე კლასში სწავლობს, მას მოუწევს მეთერთმეტე კლასის დამთავრება სკოლაში,- განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქ...

გივი მიქანაძე

1764667038

ახალი ამბები

ხობის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში გაჩენილ ხანძარს 80 წლამდე კაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. მეზობლების თქმით, კაცი მარტო ცხოვრობდა. შემთხვევის...

ხანძარი ბათუმში

1764666794

საზოგადოება

პრემიერი: სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე, აზერბაიჯანულ მხარესთან მეგობრულ რეჟიმში გვექნება კონსულტაციები და იმედი გვაქვს, ორ ქვეყანას შორის სათანადო გარიგება შედგება

„სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებით ხელშეკრულება ძალაშია მომავალი წლის ბოლომდე“, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართვე...

ირაკლი კობახიძე

1764665599

საზოგადოება

პრემიერი: სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი მისი მხრიდან, იგი ყველა ნაბიჯს დგამს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

„სანქციები არსებობს, მათ შორის, დე ფაქტო სანქციები არსებობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და ამას არ მოჰყოლია არავითარი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, ბუნებრივია, ბიძინა ივანიშვილის მხრიდან“, - განაცხად...

ირაკლი კობახიძ