თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას, თითქოს „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.
როგორც დედაქალაქის მერიის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სამგორის რაიონში სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწების მიტაცებისა და უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, გუშინ სპეციალური ღონისძიება ჩაატარა.
„ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა უკანონოდ განთავსებული დაუსრულებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი. მათ შორის, დემონტაჟი ჩაუტარდა დაუსრულებელ, მცირე ზომის ნაგებობას, რომელიც კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, ვითომდა წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ვაქვეყნებთ ფოტომასალას, სადაც სწორედ აღნიშნული ნაგებობაა ასახული. ამავე ნაგებობის დემონტაჟის მოთხოვნით, სამართალდამრღვევი პირი მუნიციპალურმა ინსპექციამ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააფრთხილა, თუმცა მან აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინა და შენობის დემონტაჟი მერიამ გუშინ თავად განახორციელა.
ვფიქრობთ, საზოგადოებას დასკვნის გაკეთება არ გაუჭირდება, თუ რასთან გვაქვს საქმე. მედია, რომელიც პატივს სცემს საკუთარ მაყურებელს, არ უნდა ცდილობდეს მათ დეზინფორმირებას და არ უნდა ავრცელებდეს ფეიკნიუსებს.
თბილისის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილების ფარგლებში, კვლავაც განაგრძობს მუდმივ მონიტორინგს კანონდარღვევის აღმოსაჩენად და გაატარებს ქმედით ღონისძიებებს სახელმწიფო ინტერესების დასაცავად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
1763130518
ახალი ამბებიმთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცია იკრძალება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობამ „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ 202...
1763130130
საზოგადოებადავით მათიკაშვილი გიორგი გახარიას „ჰერტის სკოლის“ სტიპენდიატობაზე: შეიძლება ამას მარტივად დავარქვათ აგენტის დაფინანსების ფორმის მოძიება
გიორგი გახარია როგორი „წარჩინებული მკვლევარიც“ არის, კარგად გამოჩნდა გუნდიდან მისი გაქცევის და გუნდის ღალატის მომენტში, კარგად გამოჩნდა იმ სისხლის სამართლის საქმეებზე, სადაც მძიმე ბრალი აქვს წაყენებულ...
1763128641
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტებზე 50 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეე...
1763128304
საზოგადოებადავით მათიკაშვილი ოპოზიციის წაკითხულ წერილზე: ცალ ფეხზე მდგომის ინსტრუქციები - ასე დავარქვი ამ მოცემულობას. ამ ადამიანებს განცხადების დაწერაც კი არ შეუძლიათ და არ ენდობიან
აი, რა სავალალო და სამარცხვინო მდგომარეობაში გაგდებს აგენტობა ადამიანს. მას შეიძლება გააჩნდეს საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს პასპორტი მაგრამ თავიდან ბოლომდე იმართებოდეს დავალებებით ქვეყნის ფარგლ...
1763127982
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, ხელი შეუწყოს რეგიონული მნიშვნელობის ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებიც აძლიერებენ ურთიერთდაკავშირებასა და მდგრადობას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს...



























