თენგიზ შარმანაშვილი ალეკო ელისაშვილზე: მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს იდეა მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა, რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ

 წმინდა სამართლებრივი კუთხით კვალიფიკაცია უტყუარია, ნამდვილად ტერორიზმია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ალეკო ელისაშვილზე საუბრისას.

მისივე თქმით, ელისაშვილი ასახელებს პოლიტიკურ მოტივებს, რომ მას უნდოდა სასამართლოს პარალიზება, ვინაიდან არ მოსწონდა მისი გადაწყვეტილებები.

„როდესაც ასეთი მოტივი გაქვს და ასეთ ძალადობრივ აქციას დააპირებ, რა თქმა უნდა ეს ცალსახად ტერორიზმია. შეიძლება პარტიის წევრობიდან ვერ გარიცხო, მაგრამ განცხადება ხომ შენი დაწერილია და თავგანწირულ ადამიანს რატომ ეძახი მას, მოსაწონი ელემენტებია ტერორისტულ აქტში? ის ნარატივი, რომლის შეკვეთაც აქვთ, რომ უნდა გაამართლონ სხვადასხვა ფორმებით ეს ტერორისტული აქტი , ეს ამის გამოძახილია“, - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

შარმანაშვილმა ისაუბრა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ტერორიზმის რომანტიზებაც.

„წერდნენ, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი საშუალება თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მიმავალ გზაზე. ამის პროპაგანდა არის პირდაპირ დანაშაული, მაგრამ ამაში უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა. დაჯგუფებები, რომლებიც უცხოეთიდან ამ პროპაგანდას ხელმძღვანელობდნენ, ისინი მოქმედებებსაც მოითხოვდნენ ალბათ ამ პროპაგანდის შემდეგ. უნდოდათ, რომ ეს ტერორისტული აქტი ჩაედინა ალეკო ელისაშვილს. მე ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს მის თავში დამოუკიდებლად დაიბადა. რა თქმა უნდა მის უკან იდგნენ ადამიანები, რომელმაც უბიძგეს ამისკენ“, - განამარტა შარმანაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ასევე განიხილა „ალდეს“ მიერ ელისაშვილის ქმედების არ დაგმობაც.

„მთელ ამ პროპაგანდაში, რაზეც ვსაუბრობდით ამ სიძულვილის ენის დანერგვაში, ფეიკ ახალი ამბების გავრცელებასა და ყველა იმ მეთოდოლოგიაში, რომელზეც ვსაუბრობდით, „ალდეც“ იღებდა მონაწილეობას. გემახსოვრებათ ის რეზოლუციები, რომელსაც იღებდა ევროპარლამენტი და წარმოუდგენელი ფაქტები მოჰყავდათ, რომელიც ბუნებაში არ მომხდარა. ამ დოკუმენტების ერთ-ერთი ინიციატორი „ალდეც“ იყო ხოლმე. „ალდესგან“ ჩვენ რამე სხვას არ უნდა ველოდოთ, რომ გადადგამს რაიმე ისეთ ნაბიჯს, რომელიც იქნება სამართლიანობასთან ახლოს, რადგან ისინი თვითონ არიან შემოქმედები იმისა, რაც წლების განმავლობაში ინერგებოდა საქართველოში“, - დასძინა თენგიზ შარმანაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765127025

საზოგადოება

გივი მიქანაძე: სასკოლო ფორმით ჩვენ ბავშვებს კულტურას, წესრიგს ვაჩვევთ, რომელიც მნიშვნელოვანია მათი განვითარებისთვის

ფორმის არსებობა პირველ რიგში არის ასოცირება სკოლასთან, მეორე - თანასწორობის პრინციპს უზრუნველყოფს და ამავდროულად ესთეტიკურადაც ძალიან ლამაზია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ განათლების, მეცნიერ...

გივი მიქანაძე

1765123695

მსოფლიო

მედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...

ფრიდრიხ მერცი

1765121147

საზოგადოება

მეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ

უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...

მეუფე შიო

1765117473

საზოგადოება

გიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია

საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...

გიორგი გაბუნია

1765116966

ახალი ამბები

ვითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული

გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს