"ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს. არ ვიცი, სპიკერი ვინ ჰყავთ, ალბათ ჭიჭე ვაშაძე, რადგან იქაჩება, მერე შექმნიან მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან" - ირაკლი ზარქუა

"ადამიანები როცა რეიტინგში დაბლა და ხელმოცარული არიან, შეუძლიათ, ასე ხან ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა შექმნან, ახლა რაღაც ტექნიკური პარლამენტი შექმნეს, მერე შექმნიან ალბათ ალტერნატიულ რაღაც მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან", – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარებმაც მოუწოდეს ოპოზიციას, რომ „ალტერნატიული რაღაც სისულელეების მოფიქრებას“ ჯობია, დაუბრუნდნენ შექმნილ კომისიას.

„რადიკალური ოპოზიციის ერთი ინიციატივა გამახსენეთ აბა, რომელიც წარმოადგინეს? – არც ერთი.

ადამიანები როცა არიან რეიტინგში დაბლა, ხელმოცარული, მათ შეუძლიათ, ასე ხან ალტერნატიული ტექნიკური მთავრობა შექმნან, იქ ხელი მოეცერათ, ახლა ტექნიკური რაღაც პარლამენტი შექმნეს.

არ ვიცი, სპიკერი ვინ ჰყავთ, ალბათ ჭიჭე ვაშაძე, რადგან იქაჩება, მერე შექმნიან ალბათ ალტერნატიულ რაღაც მოდელირებულ სახელმწიფოს, საქართველოს დაარქმევენ, იქ ალბათ გაიმარჯვებენ, უმრავლესობით მოვლენ და ასეთ სისულელეებში არიან.

ეს არ არის იმ 12-პუნქტიანი გეგმის ადეკვატური ნაბიჯი.

იქ პირველი წერია – დეპოლარიზაცია.

თქვენ გგონიათ ეს დეპოლარიზაციაა? აგერ არის კომისია შექმნილი, სადაც, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლები, მშვიდ ტონალობაში საუბრობენ მართლმსაჯულების თემაზე, აგერ იყო კომიტეტი მუშაობდა მათ შორის გენდერულ თემებზე, სასამართლო რეფორმაზე.

მათ შორის ევროპარლამენტარები ჩამოვიდნენ, არ არიან მაინცდამაინც ჩვენ მიმართ კეთილად განწყობილი, გამოვიდნენ და თქვეს რომ დიახ, ალტერნატიული რაღაც სისულელეების მოფიქრებას ჯობია, დაუბრუნდნენ, სადაც კომისიაა შექმნილი, ეს არ ასხამს წისქვილზე წყალს, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს, მეტი რა უნდა უთხრან?!

არა, მაინც ცალკე იქაჩებიან.

ეს მათი არჩევანია, რადგან მთელი მათი მუშაობა, პოლიტიკაში ყოფნა არის, რომ იყვნენ ცალკე განდგომილი, საზოგადოება და საზოგადოებრივი ინტერესები კიდევ სხვა მიმართულებით იყო.

ჩვენ საზოგადოებრივ ინტერესებს ვპასუხობთ, რაც არის დაკვეთა, რომ ჩვენ ევროინტეგრაციისთვის უნდა მოვამზადოთ და იმ თორმეტივე პუნქტს გავივლით და მოვემზადებით შემოდგომისთვის“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩემი ოჯახი ახლა უსაფრთხოდ არ არის, გვისმენენ, გვიყურებენ... დაგვეხმარეთ“ - სოსო გოგაშვილის შვილი საელჩოებს მიმართავს

🔵 ოპოზიციონერი დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს - „სრულიად მიუღებელია დუმილი და უმოქმედობა, ბიჭვინთის ფაქტობრივი ანექსიის საკითხზე“

🔵 „თბილისური დღეები მილანში“ - საგრანტო პროგრამის ფარგლებში პროექტის გამარჯვებული იტალიაში ინგა მჭედლიშვილი გახდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები