"თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი?" - შეკითხვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, "ევროპელი სოციალისტების" დეპუტატისგან

საქართველოს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის მორიგი პროცესი დაიწყო.

დეპუტატები დღეს, 25 ნოემბერს პარლამენტისთვის წარდგენილ ოთხიდან ორ კანდიდატს მოუსმენენ.

"ევროპელი სოციალისტების" წარმომადგენელმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ გენადი მაკარიძეს, რომელსაც დღეს უსმენენ - დემოგრაფიულ ზრდასთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა.

"თქვენ სამი შვილი გყავთ. ფიქრობთ, კიდევ გამრავლდეს თქვენი ოჯახი? მე, მაგალითად, ვისურვებდი", -  მიმართა კითხვით ფრიდონ ინჯიამ მოსამართლეობის კანდიდატს.

"ადამიანს რაც მეტი შვილი ჰყავს, მით უკეთესია ერისთვის, ქვეყნისთვის", - ასე უპასუხა დეპუტატის შეკითხვას, გენადი მაკარიძემ.

"ევროპელი სოციალისტი" ასევე დაინტერესდა იმითაც - "ხომ არ უნდა შემცირდეს საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის განსაზღვრული ასაკის (18 წელი) ქვედა ზღვარი".

გენადი მაკარიძე ფიქრობს, რომ ასაკის შემცირება არ არის სასურველი, რადგან "ქორწინება ბევრ სოციალურ საკითხთან არის დაკავშირებული".

ცნობისთვის, გენადი მაკარიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადოდ გამწესებული მოსამართლეა, რომლის კანდიდატურაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის პოსტისთვის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 2 აგვისტოს წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔲 ნათია ფანჯიკიძე პრემიერის ინიციატივაზე: შეცდომაა - ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა. სწორია - საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის

🔲 ჯანმოს საგანგაშო პროგნოზი: ევროპაში COVID-ით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ მარტში შესაძლოა 2,2 მილიონს გადააჭარბოს





სხვა სიახლეები

1638529190

საზოგადოება

“ამიხსენით ხალხნო, ბაღშიც თუ აღარ ასწავლით ლექსებს ბავშვებს, ამ გართობას რაღატომ ასწავლით?“ - მარიამ წიკლაური

ქართველი პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი, მარიამ წიკლაური სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერილს აქვეყნებს. ნახეთ რას წერს საბავშვო მწერალი: „შვილიშვილი გამომყავს ხ...

საბავშო მწერალი

1638528173

საზოგადოება

მგზნებარებით ეტაკა ოპოზიცია საკრებულოთა პირველ სხდომებს, როგორც ნაშიმშილები კაცი ნანატრ ხაშლამას - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, მუნიციპალიტეტების ახალი მოწვევის საკრებულოების პირველ სხდომებს, სოციალური ქსლით ეხმიანება. შალვა ნათელაშვილი, ოპოზიციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გაყალბებულად გამ...

შალვა ნათელაშვილი პოლიტიკოსი

1638526224

საზოგადოება

ჩვენ გვყავს ნიჩბოსნები, რომელთაც არ აქვთ ნავი და ნიჩაბი, ველოსპორტსმენები, რომელთა ველოსიპედსაც ძვრება ბორბალი, ცხენოსანთა ფედერაცია, რომელთაც არ ჰყავთ ცხენები - თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოში სხვადასხვა სპორტის სახეობების ხელშეწყობა დაიწყოს. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე...

მინისტრი

1638525569

მსოფლიო

ვისაც ერთზე მეტი ცოლი ჰყავთ, ვალდებულნი არიან, ყველა ქალს მისცენ უფლებები შარიათის კანონის შესაბამისად - „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა

ავღანეთში, რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ მთავრობამ ქალთა უფლებების შესახებ სპეციალური ბრძანებულება გამოსცა. განკარგულებას ხელს „თალიბანის“ უზენაესი ლიდერი, ჰაიბათულა ახუნძადა აწერს. ბრძანებულებაში ნ...

ქალები

1638524303

საზოგადოება

მეტი ბერკეტები გააჩნია ოპოზიციას, მათ არავინ ემუქრება რომ ვთქვათ, ბალნეოლოგიურში წაიყვანენ და დაზილავენ თუ სცემენ, ფიზიკურად არავინ უსწორდებათ - გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციას ამ დროსთვის გაცილებით მეტი ბერკეტები გააჩნია, ვიდრე ოდესმე. ვოლსკი ამბოსბ, რომ ამის მიუხედავად, ოპოზიც...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი