ვახტანგ ცინცაძე: წელს I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე მეტყველებს ც

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2026 წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოზე მეტყველებს.

ვახტანგ ცინცაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის I კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 47.7%-ით გაიზარდა და მოცულობამ 271 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

„აღსანიშნავია, რომ გეოპოლიტიკური შოკების ფონზე საქართველოში ინვესტიციების მაჩვენებელი იზრდება, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ და უსაფრთხო საინვესტიციო გარემოზე, რაც ინვესტორებს არწმუნებს, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები. აქვე ხაზს გავუსვამ, რომ განსაკუთრებით მაღალი ზრდა ფიქსირდება სააქციო კაპიტალის კომპონენტში“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც იანვარ-მარტის პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა - მათ შორის ლიდერობს გაერთიანებული სამეფო, შემდეგ მოდის აშშ, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და სხვა ქვეყნები. აღსანიშნავია, რომ I კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე უძრავი ქონების, ინფორმაციის და კომუნიკაციის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის სექტორებში.

ვახტანგ ცინცაძის პროგნოზით, არსებული ზრდის ტენდენცია იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მომავალ თვეებსა და წლებშიც გაიზრდება.

„ეს, ერთი მხრივ, ქვეყანაში ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, მეორე მხრივ კი ხდება ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერი. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, პოზიტიურად აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ წელს ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780999337

ახალი ამბები

გრეტა წიწავა: ალიანსად წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება

„ალიანსად“ წოდებული რადიკალური ოპოზიციის მორიგი თავყრილობა, ვფიქრობ, მალე დაიშლება, თუმცა გავა ჟამი და ისევ შემოსძახებენ და მოუწოდებენ მათი გარე პატრონები გაერთიანებისკენ და ჩვენც ვიხილავთ მორიგ ჯერზე...

გრეტა წიწავა

1780998100

ახალი ამბები

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი...

რიმა ბერაძე

1780997774

საზოგადოება

ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა. „სამხრეთ...

აა

1780997200

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარა...

ირაკლი კობახიძე

1780997161

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მი...

კახა კალაძე