ზურაბ ქადაგიძე: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის

პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს რეგიონულ პოლიტიკასა და ევროკავშირთან ურთიერთობებზე ისაუბრა.

„სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ამინდს უნდა ვქმნიდეთ ჩვენ, რეგიონის სახელმწიფოები, და არა შორეული კაბინეტებიდან მოკარნახე ბიუროკრატები!,”- განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობა რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მაგალითია. მისივე თქმით, ევროკავშირმა დაინახა, რომ საქართველოსთან მუქარისა და შანტაჟის პოლიტიკა არ მუშაობს და ამიტომ დაიწყო გამოსავლის ძიება შექმნილი ვითარებიდან.

„პატივს ვცემთ ჩვენს მეზობელ სომეხ ხალხს და მათ სუვერენულ უფლებას, თავად, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორი და განვითარების გზა. სომხეთის პროგრესი და წინსვლა ჩვენი რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. დღეს, როდესაც გლობალური ტურბულენტობა ისედაც პიკს აღწევს, ჩვენი, როგორც უახლოესი მეზობლის, ამოცანაა ხელი შევუწყოთ სამხრეთ კავკასიაში შიდა სტაბილურობის შენარჩუნებას. ამ რთულ მოცემულობაში, საქართველოს მიზანია გააგრძელოს პრაგმატული, მშვიდობიანი და დაბალანსებული პოლიტიკა. ჩვენ უნდა ვიყოთ ხიდი თბილისს, ერევანსა და ბაქოს შორის, რათა კონსტრუქციული თანამშრომლობით არ დავუშვათ კავკასიის ქცევა გლობალური კონფლიქტების პოლიგონად.

ამ რეგიონული მშვიდობისა და ეკონომიკური სიძლიერის საუკეთესო მაგალითი არის საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამმხრივი ფორმატი. ეს არის „შუა დერეფნის“ პროექტის წარმატების ხერხემალი. ეს ფორმატი ამტკიცებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკურ ამინდს უნდა ვქმნიდეთ ჩვენ, რეგიონის სახელმწიფოები, და არა შორეული კაბინეტებიდან მოკარნახე ბიუროკრატები!

და ნახეთ, რა ხდება მეორე მხარეს, როდესაც საქმე ჩვენს სუვერენიტეტს ეხება: თვეების განმავლობაში გარკვეული ძალები გვემუქრებოდნენ, გვაშინებდნენ ვიზების გაუქმებით, შანტაჟის ენით გვესაუბრებოდნენ, ვითომ დემოკრატიას იცავდნენ. და რა მივიღეთ რეალურად? სულ რამდენიმე დღის წინ, თავად ევროკომისიამ დანიშნა ტექნიკური შეხვედრები, რათა გამოსავალი იპოვონ და ეს ხელოვნურად შექმნილი ჩიხური მდგომარეობა გამოასწორონ.

რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ დაინახეს: სუვერენულ საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან და ქართველ ხალხთან შანტაჟისა და მუქარის ენა არ ჭრის! მათ ძალიან კარგად გაანალიზეს, რომ ვიზების შეჩერების აბსურდული გადაწყვეტილებით საკუთარ რეპუტაციას სამუდამოდ დაასამარებდნენ საქართველოში,”- განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780998100

ახალი ამბები

რიმა ბერაძე ოპოზიციაზე: მათ ვერ მოიპოვეს მთავარი - ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი ერი და ქვეყანა

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ. ბევრჯერ გვინახავს, ფანჩატურებში გაერთიანებულები საჯაროდ როგორ უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ახლაც იგივე სურათი...

რიმა ბერაძე

1780997200

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო არის საკმარისად ძლიერი, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში, როცა საქმე ეხება, მაგალითად, კრიპტომაინინგს და დაახლოებით 20 მლნ ლარის ელექტროენერგიას იპარა...

ირაკლი კობახიძე

1780997161

ახალი ამბები

კახა კალაძე: ბიძინა ივანიშვილის როლი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში - მისი მონაწილეობითა და გადაწყვეტილებებით მოვახერხეთ გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურაა და ის შეტევა, რომელიც მი...

კახა კალაძე

1780996284

ახალი ამბები

არჩილ ბერიძე: საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ არა მუდმივი დაძაბულობა, კატასტროფის პროგნოზები და ნეგატიური დღის წესრიგი, არამედ მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება და შედეგი

„ბოლო წლების განმავლობაში საზოგადოებას გამუდმებით ესმოდა ერთი გზავნილი - თუ საქართველო საკუთარ ეროვნულ ინტერესებს დაიცავდა, თუ არ დაემორჩილებოდა გარედან ნაკარნახევ პოლიტიკურ დღის წესრიგს და ურთიერთობე...

არჩილ ბერიძე

1780995786

საზოგადოება

ჩინეთის საელჩო: ჩინეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით ურთიერთობების ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ განაცხადეს

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ინფორმაციით, 9 ივნისს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავი...

ჩინეთის საელჩო