"ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია" – კონსტანტინე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი კონსტანტინე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ეხმაურება, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ზვიად გამსახურდიას დაჭერის შემთხვევაში ის უკანონო რეჟიმის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის „უკანონო გადმოლახვისთვის“ აუცილებლად გასამართლდებოდა".

"მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო, ანუ მათთვის, ვინც არ იცის:

ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1992 წლის 2 იანვარს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ამ დროს სამხედრო-კრიმინალური გადატრიალება, ჯერ კიდევ მიდიოდა თბილისში და დასრულებული არ იყო.

იგი აღძრეს სიგუა-კიტოვანი-იოსელიანი-შევარდნაძის ხუნტის ნაფიცმა გენერალურმა პროკურორმა, ვახტანგ რაზმაძემ და მისმა მოადგილემ, ანზორ ბალუაშვილმა.

საქმე გაგრძელდა, შეივსო ახალ-ახალი დანამატებით და გადაკვალიფიცირდა, როგორც ზვიად გამსახურდიასა და მისი მომხრეების საქმე.

ბრალდებების უსაფუძვლობით, აბსურდულობით და ჭრა-კერვის ინტენსივობით ეს საქმე მიჩნეულია იურიდიულ “შედევრად”.

საქართველოს კანონიერ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვარი უკანონოდ არ გადაუკვეთია.

იქ, სადაც გროზნოდან გამოფრენილი თვითმფრინავი დაჯდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ სენაკის აეროპორტში, მას დახვდნენ კანონიერი ხელისუფლების ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლები.

დიახ, კანონიერი ხელისუფლება 1993 წელს დარჩენილი იყო ორ ადგილას – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და სამეგრელოს 6 რაიონში.

საქმის მსვლელობა გაგრძელდა წლების მანძილზე ზვიად გამსახურდიას სიკვდილის შემდეგაც.

ათობით ფიგურანტი იქნა დაპატიმრებული და გასამართლებული გამარჯვებული მხარის იუსტიციის მიერ.

არაერთ შემთხვევაში სასურველი ჩვენების მისაღებად ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას და წამებას. ეს ამაზრზენი პროცესები სადღაც 2001 წლამდე გრძელდებოდა.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეს:

2011 წლის 24 თებერვალს საქართველოს პარლამენტის სესიამ მოიწონა ძირითადი დოკუმენტი, რომელშიც გამოკვლეული იყო მისი გარდაცვალების ძირითადი გარემოებები.

დროებითი (ad hoc) საპარლამენტო კომისიის მიერ შედგენილ 370-გვერდიან დოკუმენტზე ჩემი ხელმძღვანელობით დართული იყო კრიმინალისტიკური დასკვნა, ასევე 48 ადამიანის სია, რომლებიც არასოდეს დაუკითხავთ და საერთოდ არც შეუწუხებიათ იქიდან მოყოლებული.

ამ ადამიანებს შესაძლოა ჰქონოდათ ფასეული ინფორმაციები პრეზიდენტის დევნისა და მკვლელობის შესახებ, ან თავად ყოფილიყვნენ ჩართულნი ამ პროცესებში.

დასკვნა სესიის მომდევნო დღეს პირდაპირ გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვა, რატომ შემოდო ზურაბ ადეიშვილი-მურთაზ ზოდელავას პროკურატურამ საქმე თაროზე?", – წერს კონსტანტინე გამსახურდია.

სხვა სიახლეები:

🔳 ბრიტანელმა ქალმა ვაჟს ლუციფერი დაარქვა - დედამ მიზეზი ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში ახსნა

🔳 „ქართველი მოსამართლეები რომ უთავმოყვარეოები არიან, ეს არახალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერ მიშას და ახლა ბიძინას მონები არ იქნებოდნენ“ - მერაბ მეტრეველი

🔳 "მე არაფერში მჭირდება ტილიანი თანამდებობები საქართველოში" - მიხეილ სააკაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები