"ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, ახლა ყველამ იცის ნიკანორ მელიამ გააგზავნა მესიჯები "არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის" - თაკო ჩარკვიანი მელიას უპირისპირდება

"ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, ახლა ყველამ იცის ნიკანორ მელიამ გააგზავნა მესიჯები „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თაკო ჩარკვიანი აღნიშნავს, შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია.

„ახლა ხომ ნათლად გაცხადდა, რა მოხდა 2021 წლის 10 ოქტომბერს, (მივიტანეთ სცენა, ეკრანი, განათება გახმოვანება)…. იყო ერთი ამბავი, ხალხი გვირეკავდა მოსასვლელად. ახლა ყველამ იცის უკვე ვინ და რა მესიჯბოქსი გააგზავნა და დააბნია (მოსასვლელად გამზადებული) ამომრჩეველი, რომ არ მოსულიყვნენ აქციაზე, დიახ, მესიჯბოქსი ნიკანორ მელიასი ასეთი იყო: „არ მიხვიდეთ აქციაზე, ჩვენი აქცია არ არის“, რუსთაველზე ემიგრანტები იყვნენ ჩამოსულები, არც მოვიდა მათ სანახავად, ისტერიაში იყო და რეკავდა ყველგან „არ მიხვიდეთ, ხელი შემეშლება კარგი გეგმის განხოციელებაში და მიშასთვის ცუდი იქნებაო“, ( ცხადია, მაშინ ამომრჩეველმა დაუჯერა მას და არც მიკვირს) შემდეგ იგივე ბევრჯერ გაიმეორა ნიკა მელიამ და რამდენჯერმე დაშალა 50 ათასიანი აქცია, მერე პიპინით-პიპინით ატარა ქუჩაში ენერგეტიკის დაცლამდე, შემდეგ გახსოვთ მისი ფრთიანი ფრაზა: „აქციებმა აქტუალობა დაკარგეს“, „ახლა აქციის დრო არ არის, საქმეს ასე სჭირდება“, მიშა ჩემი მეგობარი არ არის და არ და ვერ იქნება მომავალშიც“. შემდეგ ხიდად დაუდგა ოლიგარქ ივანიშვილს და გამოაცხადა მსხვილი ოპ პარტიის თავმჯდომარემ, რომ აგერ ზოგიერთ ოპო პარტიას რომ აფინანსებს ეს კეზერაშვილია ოლიგარქიო, თან ეს იმ დროს გააკეთა ნიკა მელიამ, როცა დასავლეთმა ივანიშვილი შეიყვანა ოლიგარქთა სიაში, გახსოვთ ალბათ ცხელ შემოდგომას“ დაჰპირდა ამომრჩეველს, სინამდვილეში არანაირი გეგმა არ არსებობდა, უფრ სწორად „გეგმა“ იყო მზაკვრული…. საკონტროლო გასროლა კი გუშინ „ჩაატარა“ მელიამ კლინიკა ვივამედდთან, როცა მტერს დაანახა, რომ სააკაშვილს თითქოს, თურმე მხოლოდ 50-80 კაცი ჰყავს მომხრე, როცა პარტიის (ხელფასზე მომუშავე) მობილიზაციის შემთხვევაში იქ ჩვეულებრივად 7 ათასი კაცი მაინც უნდა იდგეს ეს აქსიომაა ( ეს რა თქმა უნდა, თუ ნება და სურვილი აქვს თავმჯდომარეს და მობილიზაციას მოახდენს ) რა კითხვებია დარჩენილი?!ნუ ბრმათათვის შეიძლება არის, მოაზროვნეთათვის კითხვა აღარ არსებობს! ეს ან უმეცრებაა, ან მიზანმიმართული ღალატი – ორივე კატასტროფაა, ერთი განსაკუთრებით!!!! აი, ეს არის სიმართლე, რომელზეც ვცდილობდი, მაქსიმალურად არ მესაუბრა!!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.

 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1695968999

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი პრობლემა, რომელზედაც დიდი ხანია მუშაობთ, შესაძლოა დღეს წარმატებით მოგვარდეს. სავარაუდოდ, მისი გადაჭრის გზა ძალიან გაგაოცებთ, მაგრამ შედეგი სასიამოვნო და სასურველი იქნება. საყვარელი საქმიანობა და...

ჰოროსკოპი

1695911282

ბიზნესი

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა - რამდენად შეიძენთ 29 სექტემბერს უცხოურ ვალუტას

28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა.  კურსის ცვლილებამ 0.54 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6832 ლარი გახდა. საქართველოს ეროვნული ბანკი...

ახალი ამბები

1695899918

სპორტი

კვარას დაბრუნება!

27 სექტემბერს სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „უდინეზე“-ს უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა, ნეაპოლელთა ქართველ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას კი ბრწყინვალე მატჩი ქონდა.  როგორც მოსალოდნელ...

Kvara

1695817612

საქართველო

საქართველოს კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დასკვნა, სავარაუდოდ, 31 ოქტომბერს გამოქვეყნდება

ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დასკვნასა და 12 რეკომენდაციის შესრულების ანგარიშს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი...

ევროკავშირი

1695801600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს? - 27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ამ დღეს გირჩევთ, მიმდინარე პრობლემები მოაგვაროთ, რადგან უახლოეს დღეებში ამისთვის ვეღარ მოიცლით. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია უთანხმოება - მათ ხშირად თქვენი სიტყვები და ქმედებე...

ჰოროსკოპი