"ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია" - მასწავლებელი მშობლებს თხოვნით მიმართავს

ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია, - მწერალი და პედაგოგი ნანა ბეკოშვილი საკმაოდ გავრცელებულ პრობლემაზე სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს თხოვნით მიმართავს.
"დიდხანს ვფიქრობდი დამეწერა თუ არა, მაგრამ ვეღარ მოვითმინე, რადგან გული მტკივა... მშობლებს მივმართავ, ჩვენი მოსწავლეების მშობლებს:
აი, სულ ახლახანს დაიწყო სასწავლო წლის მეორე სემესტრი და წინ გრძელი და მომქანცველი პერიოდი გველის. ეს დიდი შრომით და ძალისხმევით უნდა გავიაროთ ყველამ ერთად და პირველ რიგში - ჩვენმა საყვარელმა, ნამდვილად საყვარელმა ბავშვებმა. სწავლა რომ ფიზიკური და გონებრივი შრომის ერთობლიობაა, ეს ყველამ ვიცით. ბავშვები კი ამ დროს აბსოლუტურად მოტივაციადაკარგულები სხედან გაკვეთილებზე... ამაში მხოლოდ სკოლას და საგაკვეთილო პროცესს ნუ დაადანაშაულებთ. ჩვენ, მასწავლებლები უდიდეს ძალისხმევას ვეწევით მათი გონებრივი განვითარებისთვის, მაგრამ თქვენი ხელშეწყობის გარეშე უშედეგოა ჩვენი ძალისხმევა. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მასწავლებლის თხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე ყველაზე მთავარს - თქვენი შვილების ძილის რეჟიმს მიაქციოთ ყურადღება. ბავშვები ტელეფონებში ათენებენ ღამეებს და მოდიან გამოუძინებლები, მათი გონება სრულიად გათიშულია და რაიმეს ასათვისებლად გამოუსადეგარი. დღეც მთლიანად ტელეფონს მიაქვს მათი გონება და ყურადღება. ამის გამო "სწავლობენ" ზერელედ, მოვალეობის მოხდის მიზნით და მხოლოდ ერთი დღისთვის, მეორე დღეს აღარც კი ახსოვთ წინა დღით ნასწავლი. არ უთმობენ შესაბამის დროს გაკვეთილების სწავლას. ძალიან ხშირად მხოლოდ საკლასო ოთახში ყურმოკრულით კმაყოფილდებიან.
თანდათან ვრწმუნდები, რომ ძალიან კარგი პრაქტიკა ჰქონდათ ჩვენს მშობლებს, როდესაც ყოველ საღამოს იბარებდნენ გაკვეთილებს, დავალებებს... შეეცადეთ, თქვენც დანერგოთ ეს პრაქტიკა და მიაჩვიოთ პასუხისმგებლობას, თუნდაც წახალისებასთან ერთად ხანდახან დასჯის მეთოდების გამოყენებაც დაგჭირდეთ (ტელეფონის დროებით გამორთმევა, ან მათი საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა და ასე შემდეგ). "მოერიეთ" შვილებს, ამ სიტყვის არაპირდაპირი გაგებით.
არც კი ვიცი, როგორ გავბედე და მოვიკრიბე ძალა ამ ყველაფრის დასაწერად, მაგრამ თქვენგან სწორად გაგების იმედმა შემაძლებინა. ვფიქრობ, ეს ყველა მასწავლებლის და თითქმის ყველა მშობლის პრობლემაა... გისურვებთ მშვიდობას და თქვენი შვილების წარმატებით გახარებას", - წერს ნანა ბეკოშვილი.
1739719415
მსოფლიოგერმანიის ულტრამემარჯვენე ლიდერი: ჩვენ გვინდა ძალიან კარგი ურთიერთობა რუსეთთან
პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) ლიდერმა ალის ვაიდელმა განაცხადა, რომ მისი პარტია მიზნად ისახავს „ძალიან კარგი ურთიერთობების დამყარებას“ დიდ ქვეყნებთან, მათ შორის რუსეთთან, - ამის შესახებ მან გა...
1739716704
ახალი ამბებირუსმა ოკუპანტებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს - სუსი
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს....
1739715139
სპორტისაქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2025 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში, მადრიდში ესპანეთის ნაკრები ბონუსქულით, 62:32 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა...
1739713419
ახალი ამბები„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად“ - მეუფე შიო
„შეგვაძლებინოს უფალმა, რომ ჩვენც დავიწყოთ სინანული, გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება უძღები შვილის მსგავსად, რომელიც მიხვდა, რომ ღმერთის გარეშე იღუპება...“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენ...
1739711949
მსოფლიოსაბერძნეთის 4 კუნძულზე ისევ საგანგებო მდგომარეობაა
ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმური აქტივობის გამო, საბერძნეთის 4 კუნძულზე სასწავლო პროცესი კიდევ ერთი კვირის განმავლობაში შეჩერებული იქნება. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. საბერძნეთის პრემიერ-მინის...