„ევროპის საბჭოს წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დგას, ექიმებს ხარკოვიდან დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები გამოჰყავდათ“ - რას წერს ქეთი ქარდავა

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა სოციალურ ქსელში წერს:

„ევროპის საბჭოს წინ სასწრაფო დახმარების მანქანა დგას. ექიმებს ხარკოვიდან დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქეები გამოჰყავდათ, როდესაც რუსულმა აგრესიამ დაუნდობელი სახე გამოავლინა.

ომი 11 თვეა მიმდინარეობს. საომარ მოქმედებებზე და უკრაინის დახმარებაზე საპარლამენტო ასამბლეას გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიმართა. გერმანელმა დიპლომატმა დაბომბილ ხარკოვში შეხვედრები და თინეიჯერების განცდები გაიხსენა.

ანალენა ბერბოკმა თქვა,რომ მილიონობით ადამიანს განგაშის პირობებში უწევს ცხოვრება და თითოეული წამი გადამყვეტია იმ 45 წამიდან, რომელიც ადგილობრივებს თავშესაფარში მოსახვედრად აქვთ. მინისტრმა ხაზი გაუსვა პარტნიორების ერთიანობის მნიშვნელობას იმ ომში, რომელშიც რუსეთს ებრძვიან.

დღეს გერმანიის კანცლერმა #Leopard2 ტანკების უკრაინისთვის გადაცემაზე გააკეთა განცხადება. დისკუსიების, ვნებათაღელვის, უდიდესი მოლოდინის, ყოყმანის და გაჭიანურებული პასუხის ფონზე გერმანია ამბობს - კი - ს. კიევი მიიღებს 14 ლეოპარდს გერმანიიდან და მწვანე შუქია მოკავშირეებისთვისაც, გადასცენ გერმანული ლეოპარდები უკრაინას ..“ - წერს ქეთი ქარდავა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 რა გელოდება დღეს? - 25 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵  კოვიდინფიცირებული მიხეილ სააკაშვილი გიული ალასანიამ ხელწერილის საფუძველზე მოინახულა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714043297

ახალი ამბები

„აუცილებელია, კონსტიტუციით განვამტკიცოთ ის უფლებები, რომელიც ჩვენი ისტორიიდან და ტრადიციიდან მოდის“ - სოზარ სუბარი

„აგიტაციას და პროპაგანდას აგიტაციითა და პროპაგანდით უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ დღეს მსოფლიოში ისეთი რამ ხდება, რასაც მხოლოდ პროპაგანდას ვერ დავარქმევთ, ეს არის პირდაპირი ზეწოლა ეროვნულ სახელმწიფოებზ...

პოლიტიკოსი სოზარ სუბარი

1714041821

სოციალური მედია

„ნიჭიერო, ერთგულო და უბრალოდ ძალიან კარგო ადამიანო გილოცავ დაბადების დღეს!“ - ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია

ნიკოლოზ წულუკიძე იუბილარია, ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და თეატრმცოდნე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს.   „ჩემო გამორჩეულო მეგობარო, ნიჭიერო, ერთგულო, პროფესიონალო და უბრალოდ ძალიან კარგო...

ნიკოლოზ წულუკიძე

1714039950

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 26-29 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად...

ზოგადი

1714038013

საზოგადოება

„ამაზე ხილვაც მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რას მიპირებდნენ“ - გოგა მანია მოწამვლის მცდელობაზე ალაპარაკდა

ხშირად ადამიანებს სიყვარულსა თუ ფინანსურ სფეროში არ უმართლებთ. როგორც ეზოტერიკოსი გოგა მანია „თბილისელებთან“ ამბობს, არ არის გამორიცხული, ამის მიზეზი ის ნივთები და სამკაულები იყოს, რასაც ვატარებთ ან ნ...

ზოგადი

1714034545

ახალი ამბები

„ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია“ - ირაკლი კობახიძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების...

ირაკლი კობახიძე