"გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!" - უფლებადამცველი ბაია პატარაია
უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ფემიციდის ბოლოს მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:
"ისწავლეთ იმ მაგიდის დატოვება, სადაც ზრდილობით არ გიმასპინძლდებიან. (ინგლისურად უკეთ ჟღერს).
ოჯახებში ძალადობა იმიტომ ხდება, რომ პატივისცემა ავიწყდებათ.
ავიწყდებათ კი არა, არც იციან ხშირად.
ბავშვს, რომ მშობელი სცემს და აგინებს, იმ ბავშვს პატივისცემა არ ეცოდინება, განსაკუთრებით ოჯახში.
ქართულ ოჯახებში მოსულა ქალების და ბავშვების გინება და დამცირება, მერე ეს ჩაგვრა უკიდურეს ფორმებს იღებს.
გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!
დაქორწინებულო ქალებო: კარგად აუხსენით ქმარს, რა გწყინთ და რატომ გწყინთ;
აუხსენით, რომ გინება და სხვა უხამსი მომართვა უპატივცემულობაა და ამას აღარ მოითმენთ.
და მერე მართლა აღარ მოითმინოთ!
ბიჭებო: პატივი ეცით საყვარელ ქალებს, თუ პატივისცემა არ შეგიძლიათ, ე.ი. სიყვარული არ შეგიძლიათ.
ეჭვიანობა სიყვარული არ არის! არ აგერიოთ კონტროლი/ფლობის სურვილიადამიანის და სიყვარული ერთმანეთში.
დაქორწინებულო კაცებო: მართეთ საკუთარი ლექსიკა და ისეთივე პატივისცემა გამოიჩინეთ ცოლ-შვილის მიმართ, რასაც დირექტორებთან და ქუჩის ავტორიტეტებთან იჩენთ.
ოჯახის წევრების პატივისცემა ზედმეტი არასდროს არ არის.
არანაირი სიყვარული არ არსებობს პატივისცემის გარეშე!
ოღონდ პატივისცემა მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ ორმხრივია, ამიტომ ასწავლეთ ერთმანეთს ის, რაც საკუთარ ოჯახებში შესაძლოა არ უსწავლებიათ.
შეიძლება მამათქვენი აგინებდა დედათქვენს და თქვენ გცემდნენ კიდეც მშობლები, მაგრამ რა გაეწყობა -, ვაპატიოთ მათ ძველი ცოდვები და არ დავემსგავსოთ ცუდში.
პატივისცემა არ არის სადღეგრძელოს თქმა და ავტობუსში ადგილის დათმობა, პატივისცემაა, როცა არ უყვირი, როცა არ სცემ, როცა არ გძულს.
ან რატომ უნდა გვძულდეს ყველა? წაგვლეკა უკვე ამ სიძულვილმა.
სულ ვიღაც გვძულს: ხან ნაცები, ხან ქოცები, ხან გეები, ხან სომხები, ხან მუსლიმები, ხან ბოშები, ხან შავკანიანები, ხან ჟურნალისტები, ხან ენჯეოშნიკები... სიძულვილით განვისაზღვრებით უკვე, "დაგმე მიშა" გვჭირს, არაა საჭირო ამდენი სიძულვილი... არც საკუთარი თავის სიძულვილია სიკეთის მომტანი.
გიცდიათ, რომ სიყვარულით და არა სიძულვილით განგესაზღვრათ თქვენი თავი?",- წერს პატარაია.
ასევე დაგაინტერესებთ:
1732356459
საზოგადოება„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია
პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...
1732350788
საზოგადოებარომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები
ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...
1732341504
საზოგადოებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...
1732307021
ჰოროსკოპი23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...
1732305428
სოციალური მედიაგიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი და მისი მეუღლე ელენე ეპიტაშვილი, მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. სასიამოვნო სიახლე სოციალურ ქსელში გავრცელდა. „მივესალმოთ ენი მამარდა...