"ნაწერები ცუდი ნაღდად არ არის, მაგრამ უკეთესს შეძლებ და ეს რომ გამოგივიდეს და ტკბობამ არ შეგიპყროს, დაწვი და მომდევნო წელს ახლებით მოდიო..." - რა ისტორიას იხსენებს გიორგი კეკელიძე ოთარ ჭილაძესთან დაკავშირებით?
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს:
"ოთარ ჭილაძე მისმა ძმამ, თამაზმა გამაცნო, ხილიანზე, მოკრძალებულ ბინაში, თავის სამუშაო მაგიდასთან იჯდა, საბეჭდ მანქანასთან. მაშინ მეცხრე კლასში ვიყავი, და რას წარმოვიდგენდი, რომ დიდი ხნის შემდეგ, ერთ დღესაც ამ მანქანას ბიბლიოთეკაში წამოვიღებდი ჭილაძეების კაბინეტს როცა ვაწყობდით, იმ კაბინეტისთვის.
ჰოდა, ერთ-ერთი სტიპენდიის კანდიდატი გახლდით, როგორც ნორჩი პოეტი, ჩემი წარმდგენები თამაზ ჭილაძე და ანა კალანდაძე იყვნენ. თამაზმა მითხრა, რომ მოდი ჩემს ძმას ვაჩვენოთ შენი ლექსები, მოეწონება და მესამე რეკომენდატორიც გეყოლებაო. იკითხა ოთარმა ეს ლექსები, იკითხა და მითხრა: მოდი, ასე მოიქეცი - ნაწერები ცუდი ნაღდად არ არის, მაგრამ უკეთესს შეძლებ და ეს რომ გამოგივიდეს და ტკბობამ არ შეგიპყროს, დაწვი და მომდევნო წელს ახლებით მოდიო. რა მექნა, დავპირდი. გურიაში როცა დავბრუნდი, დასაწვავად დამენანა და ყველა ლექსი გადავაკეთე ნელ-ნელა.
მომდევნო წელს ოთარ ჭილაძე ჩემი რეკომენდატორი იყო. ჰოდა, მე ეგრე მასწავლა ამ გამოცდილებამ, რომ შეიძლება სადღაც არასწორი იყო, ფეხი წამოიკრა და არ არის აუცილებელი გაჯიუტდე ამ მარცხში. ან დაწვი და ახალი შექმენი, ან აიღე და შეცვალე.
ნაწერი კონტექსტის გათვალისწინებით ჩემს კეთილისმსურველებზეც კი გამომივიდა, მაგრა მაინც:
ოთარ ჭილაძე - 90",-წერს, გიორგი კეკელიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
1765123695
მსოფლიომედია: ფრიდრიხ მერცმა სოციალურ ქსელში შეურაცხყოფის გამო თანამოქალაქეების წინააღმდეგ 5 ათასამდე სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ათასობით კერძო სისხლის სამართლის სარჩელი შეიტანა მის მიმართ ონლაინ გავრცელებული შეურაცხყოფის გამო. გერმანული გამოცემა Nius-ის ცნობით, პოლიტიკოსმა საკუთარი ხელით მოა...
1765121147
საზოგადოებამეუფე შიო: უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ
უფალს უნდა, რომ ანგელოზებრივ მდგომარეობამდე აგვამაღლოს. იმისთვის, რომ მივაღწიოთ სასუფეველს, ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ამ ცხოვრებაში, შევიმეცნოთ, უნდა ვიმუშაოთ საკუთარ თავზე, სულ უნდა ვვითარდებოდეთ, ბევ...
1765117473
საზოგადოებაგიორგი გაბუნია: საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია
საქართველოს სახელმწიფოს დამოკიდებულება აშშ-ის მიერ გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან სრულ თანხვედრაშია, - განუცხადა „ქრონიკას“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოებ...
1765116966
ახალი ამბებივითარება გზებზე - სად არის მოძრაობა აკრძალული
გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგი...
1765112434
საზოგადოებაკალაძე BBC-ის რეპორტაჟზე: ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით აზიანებს ეროვნულ ინტერესებს და მიმართულია სახელმწიფო ინტერესების ხელყოფისაკენ, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პასუხისმგებელია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, პოლიტიკურ სტაბილურობასა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების დაცვაზე - არ...


























