"ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობითი ურთიერთობა ჯანსაღი არ არის" - გოგა ჩანადირი ქართველ დედებს მიმართავს

ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, ფემიციდის თემას ეხმაურება და ქართველ დედებს მიმართავს:

"ფემიციდი, იგივე ფემინიციდი - ეს არის მამაკაცთა მხრიდან ქალებზე ძალადობისა და მათი მკვლელობის აღმნიშვნელი სახელდება.

ფემიციდი საქართველოში გახშირებულია.

მოძალადე კაცებში ამას განაპირობებს ბავშვობისდროინდელი ტრავმები, არასწორი აღზრდა, ოჯახურ ძალადობრივ გარემოში ყოფნა და სტერეოტიპული განწყობა, რომელიც ეფუძნება პატრიარქატის, როგორც მამაკაცთა უპირატესი როლის თავისებურ გაგებას, ქალის მესაკუთრეობას.
არსებობს სხვა ფაქტორებიც.

ისეთ საზოგადოებაში, სადაც ქალის როლი დაკნინებულია ან მამაკაცთან საკმარისად არ არის გათანაბრებული, ფემიციდის შემთხვევები გახშირებულია.

სამწუხაროდ, საქართველოში ქალის როლი საკმარისად გათანაბრებული არ არის.

მაგალითად, ეს კარგად ჩანს მშობლების განწყობაში მემკვიდრეობითი ქონების გადაცემის დროს, როცა ისინი უპირატესობას უფროს ვაჟს ანიჭებენ.

თუმცა, კანონით მშობლების ქონება ყველა მემკვიდრეზე თანაბრად ნაწილდება.

ფემიციდის მაგალითებია ბოლო დღეების ფაქტები, როცა ერთმა ქმარმა ცოლი ავტობუსში შვილების წინ მოკლა, მეორემ კი გაჩერებაზე დაჭრა.

ძალადობრივ გარემოში და ქალის მესაკუთრეობის ტრადიციითა თუ განწყობით  გაზრდილი მამაკაცები ვერ უშვებენ იმას, რომ მათ ცოლებსაც აქვთ უფლებები, მათაც შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება, მუშაობა, სწავლა, უკმაყოფილების გამოხატვა, გასართობად წასვლა და ასე შემდეგ.

ქალის უფლებების მიუღებლობა კონფლიქტებისა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მიზეზი ხდება.

ზოგ შემთხვევაში მკვლელობით მთავრდება.

რამდენიც უნდა ვიძახოთ, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ, ქალმა გვაზიარა ქრისტეს, თამარ მეფე გვყვავდა, ეს პრობლემას ვერ გადაფარავს.

ჩვენ კაცებს არ უნდა შეგვეშინდეს ქალის როლის გაძლიერება, მათი უფლებებისა და თანასწორობის აღიარება, მათთვის მეტი შესაძლებლობების მიცემა, მათ შორის პოლიტიკაში.

რაღაცები უნდა შევცვალოთ აღზრდაშიც.

აუცილებლად ვასწავლოთ ვაჟებს, რომ არ შეიძლება ქალების დაჩაგვრა, მათი როლის დაკნინება და ავუხსნათ, რომ ქალებთან მესაკუთრეობითი ურთიერთობა ჯანსაღი არ არის.

ხოლო გოგონები აღვზარდოთ ისე, რომ პატარაობიდანვე იცოდნენ საკუთარი უფლებები და მათი დაცვა.

#არაქალკლა",- წერს ჩანადირი.

ასევე დაგაინტერესებთ:

📍"გოგოებო, შეყვარებული პირველად რომ შეგაგინებთ, დაშორდით!" - უფლებადამცველი ბაია პატარაია

📍გასული ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 605 პაციენტი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1732359901

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სააგენტოს ცნობით, 24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. სანა...

ამინდი

1732356459

საზოგადოება

„პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და მიდიან ღვთის კანონის წინააღმდეგ, ყველანაირად მიუღებელნი არიან, ჩვენი ქვეყანა და ერი ქრისტეს უნდა ემსახურებოდეს“ - შალვა კეკელია

პოლიტიკოსები და ადამიანები, რომლებიც უარყოფენ და ღვთის კანონის წინააღმდეგ მიდიან, მიუღებელნი არიან, – ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა...

მამა შალვა კეკელია

1732350788

საზოგადოება

რომელ პროდუქტებთან, პრეპარატებთან და ვიტამინებთან არ შეიძლება ყავის მიღება - ნუტრიციოლოგის რჩევები

ყავის, კოფეინის სასარგებლო და მავნე თვისებები - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება; რომელი ვიტამინებისა და მინერალების შეწოვას ამცირებს ეს მატონიზირებელი სასმელი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვა...

აა

1732341504

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის წამების დღეს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს.  საქართველოში გიორგობას ორჯერ, 6 მაისსა და 23 ნოემბერს აღნიშნავენ. ეკლესია წმინდა გიორგის მხედართა, მიწი...

საზოგადოება

1732307021

ჰოროსკოპი

23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

 რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?  ვერძი რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, პრაქტიკული მიდგომა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უფლებას, რომ რე...

ზოდიაქო - ჰოროსკოპი