ახალგაზრდა მაგიდის ჩოგბურთელების ისტორიული წარმატება-ანასტასია ჩხარტიშვილი ევროპის ჩემპიონია!

25 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით საბერძნეთმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მაგიდის ჩოგბურთში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნირი სარეიტინგოა U13 და U15 ასაკის ახალგაზრდებს შორის და მასში ქვეყნის ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა სპორტსმენები მონაწილეობენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ოთხი სპორტსმენით იყო წარდგენილი: ანასტასია ჩხარტიშვილი, ნიკოლოზ ჩხარტიშვილი, თეკლა ლიპარტელიანი, მათე ღამბარაშვილი. მწვრთნელები: გიორგი სარხაიანი, ნინო ნინოშვილი.

ჩვენმა ახალგაზრდა სპორტსმენებმა ყველა ნომინაციაში საპრიზო ადგილი დაიკავეს.

ჩვენი ნაკრების U15 გუნდის წევრმა ანასტასია ჩხარტიშვილმა წაუგებლად იასპარეზა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალში მან დანიის წამომადგენელი ფილიპა მიკელბორგი ანგარიშით 3:0 (11-4,11-5,11-4) დაამარცხა. ნახევარფინალში კი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ბერძენ ანგელა ნოურეს სძლია ანგარიშით 3:1 (11-5, 1-8,  9-11, 15-13). ფინალში ანასტასია ჩინეთში დაბადებულ დანიის წამომადგენელს, ლუ სალის დაუპირისპირდა. ქართველმა ჩოგბურთელმა მაღალ დონეზე ჩაატარა შეხვედრის ბოლო მონაკვეთი და ფინალშიც 3:1 (11-6, 9-11, 11-2, 11-5) გაიმარჯვა.


უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოგებით ანასტასია ჩხარტიშვილი გახდა პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი, რომელმაც საქართველოს დროშა აღმართა ევროპის მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო კავშირის (ETTU) მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირზე.

ქართველი სპორტსმენების შედეგები ევროპის ჩემპიონატზე:

U15 გუნდურ ჩათვლაში ახალგაზრდული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.

U15 ვაჟების წყვილმა (ნიკოლოზ ჩხარტიშვილი და მათე ღამბარაშვილი) მესამე ადგილი დაიკავა.

U15 გოგონების წყვილი (ანასტასია ჩხარტიშვილი და თეკლა ლიპარტელიანი) ვიცე-ჩემპიონი გახდა.

U13 ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგში (B კატეგორიაში) მათე ღამბარაშვილმა იმარჯვა.

წყარო: საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ფედერაცია

1tv.ge

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1701781315

ემიგრაცია

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...

იტალია

1701690168

საზოგადოება

2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება

ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...

კლიმატი

1701688274

საზოგადოება

მიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)

Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ  ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...

მიუნხენი

1701682671

ემიგრაცია

ემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...

ემიგრაცია

1701680677

საქართველო

ბათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა

ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...

საქართველო