ალექსანდრა კუვაევა იუნიორთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია

ალექსანდრა კუვაევა თბილისში მიმდინარე იუნიორ ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გამარჯვებულია.
საქართველოს ნაკრების გამორჩეულმა წევრმა 1/2 ფინალში ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე პოლინა მიშაკინა 15:12 დაამარცხა, ხოლო ფინალში ავსტრალიელ ვერონიკა ვასილევას 15:13 მოუგო და ჩემპიონი გახდა.
ალექსანდრამ, საკუთარი ნიჭითა და ფარიკაობის გამორჩეული სტილით, უკვე დიდი ხანია სპეციალისტთა ყურადღება მიიქცია. გასულ სეზონში ევროპის კადეტთა ციკლში, სამივე სინჯის მედალი მოიპოვა და 15 წლის ასაკში, EFC (ევროპის ფარიკაობის კონფედერაცია)-ის კადეტ მოფარიკავეთა რეიტინგის ლიდერი გახდა.
წელს, იანვრის ბოლოს რუმინეთის დედაქალაქში კიდევ ერთხელ მოიგო ევროპის თასი, დღეს კი უკვე იუნიორთა (20 წლამდე მოფარიკავეთა) მსოფლიო თასის ჩემპიონია, რაც 16 წლის ასაკში ადვილი არ არის.
ალექსანდრამ, რომელიც შიდა შეჯიბრებებში აჭარის სახელით გამოდის, სერიოზულად ხმლით ფარიკაობა, გამოცდილი მწვრთნელის მერაბ ბაზაძის ხელმძღვანელობით დაიწყო, დღეს კი ფრანგი არნო შნაიდერი ავარჯიშებს.
უახლოესი შეჯიბრიბა კი 22-29 თებერვალს, იტალიის ქალაქ ნეაპოლში გასამართი კადეტ და იუნიორ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატია, სადაც ალექსანდრა კუვაევა ერთ-ერთი ფავორიტის რანგში იასპარეზებს.
წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
1742322231
საზოგადოებავახტანგ ცინცაძე: სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული
მაღალი ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ქვეყანაში მცირდება სიღარიბე. უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბე ისტორიულ მინიმუმამდეა შემცირებული და, ფაქტობრივად, ბოლო სამი წლის განმავლობაში განახევრებულია, - განაცხადა...
1742320129
მსოფლიოპუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ. როგორც კრემლში აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრ...
1742319063
საზოგადოებადავით მათიკაშვილი სააკაშვილის საქართველოში უკანონო შემოგზავნაზე: მათი მიზანი ქვეყნის დაქცევა იყო
გადაწყვიტეს, რომ ჩვენს ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, შეექმნათ საფუძველი იმისთვის, რომ არალეგიტიმური, რევოლუციური პროცესები წარმართულიყო და დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი არაჟნების კონტეინერით შემოაპარეს...
1742316205
ახალი ამბებისაგარეო საქმეთა მინისტრი ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველო გეოპოლიტიკური ინტერესების გზაგასაყარზეა. პარტნიორებმა კი მისი პოტენციალის შესახებ უნდა იცოდნენ. ეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიუ-დელიში საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს განუცხადა. მაკა...
1742315396
ახალი ამბებილევან ბეჟაშვილი: ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, როდესაც ის აეროპორტის მეშვეობით საზღვარს კვეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით,...