ანასტასია გოტფრიდი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. +87 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრმა ანასტასია გოტფრიდმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა ატაცში 117 კგ დაძლია და ამ დისციპლინაში ოქროს მედალს დაეუფლა, აკვრაში - 140 კგ დააფიქსირა და ვერცხლი მიიღო. ორჭიდში მოგროვებული 257 კილოგრამით კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ანასტასია გოტფრიდმა 2023 წელსაც ვერცხლის მედალი მოიპოვა. ერევანში გამართულ კონტინენტის პირველობაზე ორჭიდში მან 252 კილოგრამი დააფიქსირა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატზე რამინ შამილიშვილმა (55 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო შოთა მიშველიძე (61 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ასევე მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი ჩხეიძემ(102კგ) აკვრაში.
ტრავმის გამო ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია 2-გზის ოლიმპიურ, 8-8-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს(+109კგ).
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე მსაჯების გუნდს ჟიურის ფუნქციით ხელმძღვანელობს უმაღლესი კლასის საერთაშორისო მსაჯი კობა ობოლაშვილი.
1738952574
ახალი ამბებიზაალ ანჯაფარიძე: ახალი თაობის ევრობიუროკრატიას კი საქართველოს მიმართ ერთი შეხედვით უცნაური რეფლექსიები ჩამოუყალიბდა, მათი სახელია ორმაგი სტანდარტები
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარის მარტა კოსის მიერ საქართველოში არსებული სიტ...
1738949020
ახალი ამბებივლადიმერ ბოჟაძე: რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა
რასაც გიორგი გახარია 2021 წლის შემდეგ აკეთებს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციისთვის ხელის შეწყობა, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის...
1738947079
მსოფლიოხელისუფლებაში ტრამპის მოსვლის შემდეგ, აშშ-დან მექსიკაში თითქმის 11 000 მიგრანტის დეპორტირება განხორციელდა
20 იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის პოსტი დონალდ ტრამპმა დაიკავა, მექსიკამ შეერთებული შტატებიდან დეპორტირებული თითქმის 11 000 ადამიანი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს მექსიკის...
1738944096
მსოფლიოორბანი სოროსის ქსელზე: მათი მიზანი ნათელია - მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს
უნდა გავწმინდოთ უნგრეთი სოროსის ქსელისგან, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. „მათი მიზანი ნათელია: მათ სურთ ამ რეგიონში მთავრობები, რომლებიც ემსახურებიან მათ და არა საკუთარი ხალხ...
1738942252
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტ...