ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ - ავთანდილ ხურციძე

ქართველი მოკრივე, ავთანდილ ხურციძე, რომელიც ნიუ იორკის საპატიმროდან 14 სექტემბერს ოფიციალურად გათავისუფლდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

იგი მხარდაჭერისთვის კონკრეტულ პირებს მადლობას უხდის. 

"მოგესალმებით ყველას და ყველას. როგორც მოგახსენეთ, ჩემი წინასწარ ხილვა და სიზმარი აღირიცხება და აღინიშნებათქო. აღნიშვნა ვერმოვახერხე, რადგან ერთი კვირით შემინახა საკანში მოსამართლე ფრესკამ, ვინაიდან და რადგანაც ჩემი ვიზა დასრულებულ იქნა ამ ხნის მანძილზე.

ძალიან გახარებული და უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მოსამართლე ფრესკაში ადამიანის სახით ანგელოზი დავინახე, მფარველი ანგელოზი, რადგან პროკურორები დაჟინებით ითხოვდნენ იგივე დროს დატოვებას 10 წელს, კიდევ ხუთ წელს, მაგრამ არ შემიძლია ასე სახალხოდ არ ავღნიშნო ჩემი ადვოკატების თავგანწირული ბრძოლა და არ გამოვხატო ასე სახალხოდ მათ მიმართ მადლიერება. მეგონა, ჩემს გულში და ფიქრებში ისხდნენ ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი და მე ამ ყველაფერს თუ გავიფიქრებდი, თორემ სასამართლოში ვერასდროს ვიტყოდი იმას, რაც ჩემმა ადვოკატებმა თქვეს და აღწერეს და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ორ ადამიანს. ვუთხარი კიდეც ვიზიტის დრო არაფერი მომიფიქრებია და თქვენს გარდა არავინ დამრჩა გვერდით, თქვენზე ვარ დამოკიდებული, მე არაფრის თქმა არმინდა მეთქი, მაგრამ რაც მთხოვეს მხოლოდ ის ვთქვი.

დიდი ბოდიში მოვიხადე ამერიკის წინაშე და დიდ მადლიერებას გამოვხატავ ამერიკის წინაშე, რადგან ასეთი კარგი ადამიანები ცხოვრობენ ამერიკაში, როგორიცაა ქალბატონი ფრესკა, ქალბატონი მეგანი და ბატონი კენი. განა პროკურორებზე ცუდს ვიძახი, მე მესმის მათი, ვერანაირად ვერ დამითანხმეს 5 წლოს განმავლობაში მათთან თანამშრომლობაზე და მათი ასეთი რეაქციაც მესმის, რადგან ჩემგან სულ ერთი და იგივე პასუხი ესმოდათ, ჩემი სიკვდილის მერე გავხდები თქვენი თანამშრომელი. ვიძახდი ხმამაღლა, ამიტომაც დამიჭირეს, რომ მათ იმედი ქონდათ დამითანხმებდნენ. ეს ფაქტი აღნიშნეს კიდეც ჩემმა ადვოკატებმა. მიუხედავად ყველაფრისა და ჩვენი 5-წლიანი ბრძოლისა, მინდა ბატონ პროკურორებსაც დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ 5 წლის განმავლობაში და ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი მათი დახმარებით.

და ბოლოს, მადლობა ბატონ ლაშას, ჩემს მთარგმნელს, მადლობა ძალიან დიდი ჩემი დახმარების მცდელობებისთვის, სულ ცდილობდა ჩემს დახმარებას როგორმე ამ 5 წლის განმავლობაში და აი ისიც მივაღწიეთ დასახულ მიზანს, მადლობა გულწრფელად, ბატონი ლაშა, შენ ხარ პროფესიონალი შენი საქმის", – წერს ავთანდილ ხურციძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები