გუდაური მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

28 თებერვალსა და 1 მარტს, გუდაურში, მსოფლიო თასის ეტაპები სკი კროსის დისციპლინაში გაიმართება. საერთაშორისო ღონისძიებაში მსოფლიოს 14 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, ჩილე, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, შვეიცარია, შვედეთი, ჩეხეთი, საქართველო) 97 სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს სახელით შეჯიბრებაზე დავით თედიაშვილი გამოვა.
ღონისძიებას საერთაშორისო მედია გააშუქებს, პირდაპირ ეთერში კი „ევროსპორტზე“ გადაიცემა.
ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით ტარდება. შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) იმართება.
მსოფლიო თასის ეტაპი სკი კროსში, საქართველოში მეორედ ჩატარდება. გასულ წელს, ღონისძიებას ბაკურიანმა უმასპინძლა. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის მხრიდან შეჯიბრი მაღალ დონეზე შეფასდა. შედეგად, ბაკურიანი და გუდაური FIS - ის ეგიდით დაგეგმილი შეჯიბრებების მუდმივ კალენდარში გაითვალისწინა, რაც საქართველოს, როგორც სამთო ტურიზმის მიმართულების დიდი აღიარებაა.
აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლის ზამთრის სეზონზე, საქართველოში ასევე წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი მოგულის დისციპლინაში.
შეჯიბრება საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან დადებითად შეფასდა, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. 8-9 მარტს გუდაურში დაგეგმილია მსოფლიოს თასის ეტაპის გამართვა სნოუბორდ კროსის დისციპლინაში.
1740666923
სპორტივლადიმერ გამყრელიძე სარეიტინგო ტურნირის ფინალშია
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე სარეიტინგო ტურნირზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში დღეს ოთხ წონით კატეგორიაში (79, 92, 97 და 125 კგ) შვიდმა ქართველმა იასპარეზა. შეჯიბრებაზე ოქროს მედლისთვის იბრძოლ...
1740666859
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა მინისტრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა
ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონ სოფელ ბაილეთში მოწყობილ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ლოკალურ შტაბში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა...
1740666823
მსოფლიოპუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველი კონტაქტები გარკვეულ იმედებს იძლევა. „თქვენ ხედავთ, რამდენად სწრაფად იცვლება მსოფლიო და გლობალური გარემო. ამ კონტე...
1740665665
საზოგადოებასაქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი გაიზარდა
საერთაშორისო კვლევითი კომპანიის STR Global-ის მონაცემებით, 2024 წელს, საქართველოში ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი 53.1%-ია, რაც 2023 წლის მონაცემებთან შედარებით +5.3%-ით მეტია. აღსან...
1740665110
ახალი ამბები28 თებერვალს ვაკეში წყალი შეწყდება
ხვალ, 28 თებერვალს, „ჯორჯიან უოთერ ენდფაუერი“ ვაკის რაიონში, გიორგიშატბერაშვილის ქუჩის N46-ის მიმდებარედწყალმომარაგების სტაბილურობისთვისაუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ჯივიპის ინფორმაციით, ტექნიკურისა...