იტალიური „რომას“ აკადემიის ქართველი მწვრთნელი "შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალს" დაესწრო

დასრულდა „შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალი“ , რომელიც შავის ზღვის სანაპიროსთან მდებარე 5 ქალაქში – ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ურეკსა და ლანჩხუთში 8 დღის განმავლობაში ტარდებოდა და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 43 გუნდი (20 აღმოსავლეთ საქართველოდან, 23 – დასავლეთ საქართველოდან) და 700-მდე ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ორგანიზატორებმა ფესტივალზე იტალიიდან მოიწვიეს საფეხბურთო კლუბ „რომას“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი და იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის წევრი ბატონი ზურაბ მჭედლიძე, რომელიც ფესტივალის მსვლელობას და მონაწილე ბავშვებს აკვირდებოდა.

მოწვეული ვიყავი და ვაკვირდებოდი ტურნირზე გამოსულ ბავშვებს, ორგანიზაციას და კმაყოფილი დავრჩი. სამომავლოდ ბევრი კარგი იდეა გვაქვს და გვსურს, რომ აქედან რომელიმე გუნდი იტალიაში ჩამოვიდეს და საერთაშორისო ტურნირზე ითამაშოს. თუ ეს ფესტივალი გაიზრდება, აქ გუნდებს იტალიიდანაც ჩამოვიყვანთ. მადლობა ფოთს, რომ ასეთი კარგი ტურნირი ჩატარდა“, – განაცხადა ზურაბ მჭედლიძემ.

ფესტივალის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ იტალიური ფეხბურთის გრანდთან უფრო მჭიდრო კავშირი დამყარდება.

როგორც ისინი აცხადებენ, ჯგუფური ეტაპის შეხვედრებში აქცენტი მოგება-წაგების ქულებზე არ კეთდებოდა, ვინაიდან ეს სისტემა ფესტივალის პრინციპს ეწინააღმდეგება – მთავარი მიზანი ფეხბურთის განვითარება, პოპულარიზაცია და ჯანსაღი გარემოს შექმნა გახლდათ.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდს მოუწია მინიმუმ ერთი ფინალის თამაში, რომელიც ზემოთ ხსენებულ ლოკაციებზე ტარდებოდა და მათი სახელობითი თასი ეწოდა, სადაც მონაწილე გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი თასით, მედლებით და სიგელებით.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები