"მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა და მეორე ის, რომ არ იყვნენ ქართველები. მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან" - ხვიჩა კვარაცხელიას მამა მანქანის მოპარვის ფაქტზე

ზუსტად ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას იტალიაში მანქანა მოჰპარეს. ადგილობრივმა პოლიციამ ფაქტზე რეაგირება დროულად მოახდინა და ქართველ ტალანტს საკუთრება მალევე დაუბრუნა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას კომენტარი ამ ინციდენტთან დაკავშირებით. ყოფილმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ საქმეში ქართველები არ ფიგურირებენ.

„მთელი საქართველო ლაპარაკობს, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. ღმერთს ვთხოვ, ქართველები არ იყვნენ. ვნახოთ, ხვიჩაზე როგორ იმოქმედებს.

ეს რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. ხვიჩას რომ ველაპარაკე, სიცილით რომ მელაპარაკებოდა, გამიხარდა. შვილი გადარჩა, ღმერთმა გადაგვარჩინა. შეიძლება, უფრო მძიმე რამ მომხდარიყო, ხვიჩას რომ გაეგო... თავის დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. კერძო სახლია, სადაც კამერებიც არის, დაცვა ჰყავს. დეტალურად ვერ მოვყვები, რა და როგორ, კამერაზე ყველაფერი დაფიქსირებულია. ძალიან ცუდი რაღაც მოხდა, მადლობა უფალს, რომ გადაგვარჩინა და მეორე ის, რომ არ იყვნენ ქართველები.

მილიონი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები არ არიან, პოლიცია აქამდე იტყოდა. მაგაზე ხვიჩაც არ ფიქრობს“ - თქვა ბადრი კვარაცხელიამ გადაცემაში „სარბიელის პოდკასტი“.

აქვე აღსანიშნავია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს, ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი ქართველებმა მოჰპარეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵"ევროპელები გვეხვეწებიან არ მოვკლათ კიდევ ერთი პრეზიდენტი! ჩვენ კიდევ ჩუმად ვართ"

🔵"ამხელა ადამიანური და ფინანსური რესურსის პარტიას უსწრებს ყველა ორკაციანი და ასევე ორი ერთქალიანი პარტია - არადა, რა კარგი ხალხი შეკრიბეს"

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები