ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს

მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი განუცხადეს – ის მაიამის ღია პირველობაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ BBC იტყობინება.

„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის გამარჯვებული აშშ-ში შესასვლელად სპეციალურ ნებართვას ითხოვდა, ვინაიდან მას კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. სულ მცირე 10 აპრილამდე აშშ ქვეყანაში შესვლის ყველა მსურველისგან ვაქცინაციის დამადასტურებელ საბუთებს ითხოვს. ამავე მიზეზით ჯოკოვიჩმა მიმდინარე წელს „ინდიან უელსის“ ტურნირი გამოტოვა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს თამაშის საშუალება ჰქონდეთ. გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შესაძლებელი იყო. ვეცადეთ, გვესაუბრა მთავრობასთან, მაგრამ არაფერი გამოვიდა“, – განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ჯეიმს ბლეიკმა. 

აუცრელობის გამო, 2022 წლის იანვარში ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. ამის შემდეგ მსოფლიოს პირველ ჩოგანს ავსტრალიის დატოვება მოუწია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1679761200

საზოგადოება

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...

თოვლი

1679758800

საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა

საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში  ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პრ...

პრეზიდენტი

1679755800

საზოგადოება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს...

შშს-ს განცხადება

1679752800

საზოგადოება

"მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო" - ბაია პატარაია

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: "შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ...

ზოგადი

1679750400

საზოგადოება

"ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს" – მერაბ მეტრეველი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს

"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომე...

საზოგადოება