ოქროს ბურთი მესის მერვედ, კვარაცხელიას მე-17 ადგილი

პარიზში გაიმართა ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიალი და როგორც მოსალოდნელი იყო, ჯილდო მსოფლიოს ჩემპიონ ლიონელ მესის გადაეცა.
ჟურნალი France Football საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", იგივე Ballon d'Or-ით 1956 წლიდან, ყოველწლიურად აჯილდოებს. გამარჯვებულს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები ხმის მიცემით ავლენენ. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა აღარ ისურვეს.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ჯუდ ბელინგემი (დორტმუნდი/რეალი) დაასახელეს.
საუკეთესო ქალ ფეხბურთელად აიტანა ბონმატი (ბარსელონა) აღიარეს, ხოლო ქალთა საუკეთესო გუნდად - "ბარსელონა".
საუკეთესო მეკარედ ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინის ნაკრები) მიიჩნიეს.
წლის ბომბარდირის პრიზით ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) დააჯილდოვეს.
საუკეთესო კლუბად ზედიზედ მეორედ "მანჩესტერ სიტი" დასახელდა.
ჰუმანიტარულ მოღვაწეობაში შეტანილი წვლილისთვის ვინისიუსს (რეალი) სოკრატესის პრემია გადაეცა.
"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ღონისძიებას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა, გამოკითხვაში მე-17 ადგილი დაიკავა.
ნომინანტთა სრული სია ასე გამოიყურება:
1. ლეო მესი (არგენტინა)
2. ერლინ ჰოლანი (ნორვეგია)
3. კილიან მბაპე (საფრანგეთი)
4. კევინ დე ბრუინი (ბელგია)
5. როდრი (ესპანეთი)
6. ვინისიუსი (ბრაზილია)
7. ხულიან ალვარესი (არგენტინა)
8. ვიქტორ ოსიმენი (ნიგერია)
9. ბერნარდო სილვა (პორტუგალია)
10. ლუკა მოდრიჩი (ხორვატია)
11. მოჰამედ სალაჰი (ეგვიპტე)
12. რონერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი)
13. იასინ ბონო (მაროკო)
14. ილკაი გიუნდოგანი (გერმანია)
15. ემილიანო მარტინესი (არგენტინა)
16. ქარიმ ბენზემა (საფრანგეთი)
17. ხვიჩა კვარაცხელია (საქართველო)18. ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)19.ჰარი კეინი (ინგლისი)20. ლაუტარო მარტინესი (არგენტინა)21. ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი)22. კიმ მინ ჯე (სამხრეთ კორეა)23. ანდრე ონანა (კამერუნი)24. ბუკაიო საკა (ინგლისი)25. იოშკო გვარდიოლი (ხორვატია)26. ჯამალ მუსიალა (გერმანია)27. ნიკოლო ბარელა (იტალია)28. რანდალ კოლო მუანი (საფრანგეთი)29. მარტინ ოდეგორი (ნორვეგია)30. რუბენ დიაში (პორტუგალია)
1701781315
ემიგრაციაიტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
"გარდაიცვალა ბარში ემიგრანტი ნინო ბაიაშვილი" - ინფორმაციას ემიგრანტის გარდაცვალების შესახებ ფეისბუკ ჯგუფი ავრცელებ. "7 წელი ემიგრაციაში იმყოფებოდა... ვუსამძიმრებთ დიდი მწუხარებით ოჯახს და ასევე ემიგრა...
1701690168
საზოგადოება2023/24 წლის ზამთარი რეკორდულ სიცხეს გვპირდება
ექსტრემალური ტემპერატურით გამორჩეული ზაფხულისა და შემოდგომის შემდეგ, 2023/24 წლის ზამთარი ასევე რეკორდულ სიცხეს გვპირდება: მიზეზი არის „ელ-ნინო“, პერიოდული მეტეოროლოგიური ფენომენი, რომელიც ზოგადად დაკ...
1701688274
საზოგადოებამიუნხენი - ბარის რეისი, რომელზედაც ქართველი მგზავრებიც იმყოფებიან უამინდობის გამო გადაიდო (ფოტორეპორტაჟი)
Exclusivetev-ს ფრენის გაუქმების შესახებ ინფორმაცია, ემიგრანტმა ირმა მაისურაძემ მოაწოდა. ქართველი ემიგრანტი ამჟამად მიუნხენის აეროპორტში სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად იმყოფება. როგორც ირმა მაიუსურაძე...
1701682671
ემიგრაციაემიგრანტებმა საქართველოში რეკორდული თანხა 4,4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს
ემიგრანტებმა საქართველოში 2022 წელს რეკორდული თანხა – 4,4 მლრდ დოლარი გადმორიცხეს. ამის შესახებ კვლევითი ცენტრის – PMC-ის მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომელიც 2013-2022 წლების პერიოდს შეისწავლის. თ...
1701680677
საქართველობათუმის საკრებულოს 7-მა წევრმა "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა
ორად გაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება - დღეს პარტია აჭარის ორგანიზაციის წევრებმა დატოვეს. „ყველა მცდელობა იქნება განხორციელებული პარტიაში ერთობის შენარჩუნებისთვის, მაგრამ პასუხა...