სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, აღიარონ საქართველოს მოსახლეობა პარტნიორად

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები საფრთხეა არა მხოლოდ გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის, არამედ საფრთხეა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონპროექტებს ვეტოს დაადებს. ზურაბიშვილის თქმით, ყველანაირი მიზეზისა და ლოგიკის გარეშე მთავრობამ და პარლამენტმა წარმოადგინეს კანონი, რომელიც პირდაპირ შთაგონებულია რუსული კანონით, და რომელიც მავნებლური კანონია ევროკავშირისთვის.
"ცხადია, ეს დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ ევროპის საწინააღმდეგოდ მივდივართ, ვშორდებით ევროპას იმ მომენტში, როდესაც გვთხოვენ მასთან დაახლოებას. ამას აკეთებს საქართველოს მოსახლეობა დღეს: გამოდის ქუჩაში იმის სათქმელად, რომ ჩვენ გვინდა დაახლოება, ჩვენ გვინდა კანდიდატის სტატუსი, და როგორც მრავალჯერ მის ისტორიაში, საქართველოს მოსახლეობა თავად აჩვენებს რა უნდა მისი მომავლისთვის, მისი შვილებისთვის. ამ მომავლის დასაცავად მოვედი მე საქართველოში, ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც გავხდი პრეზიდენტობის კანდიდატი და რა თქმა უნდა, ეს ის მომავალია, რომელსაც მე ვიცავ და დავიცავ მოსახლეობის მხარდაჭერით, რომელიც ქუჩაში გამოვიდა გუშინ, დღეს, გამოვა ხვალ და იქნება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება იმისათვის, რომ არ მოხდეს ამ კანონის მიღება. მე მას დავადებ ვეტოს. მე ეს პირველი დღიდანვე გამოვაცხადე. სამწუხაროდ, მე არ მაქვს ძალაუფლება ვაიძულო პარლამენტი. პარლამენტს აქვს უმრავლესობა იმისათვის, რომ გვერდი აუაროს ჩემს ვეტოს. მნიშვნელოვანია ვანახოთ, სად არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. ამის ჩვენება მოხდა დღეს", - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვას, რას განიზრახავს ხელისუფლება ამ კანონით, რუსეთთან შეუქცევად დაახლოებას თუ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისათვის ხელის შეშლას, ზურაბიშვილმა უპასუხა:
ყოველ შემთხვევაში, ასეთია მსგავსი კანონის შედეგი, რომელიც გაუგებარია ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. დღეს განცხადება გააკეთა ყველამ: ყველა ჩვენმა ძირითადმა ამერიკელმა და ევროპელმა პარტნიორმა, რომ ეს კანონი მიუღებელია, რომ ის არ მიდის სწორი მიმართულებით. მათ ან ვერაფერი გაიგეს, ან სხვა განზრახვები აქვთ. ეს მათ უნდა ვკითხოთ. მთავარი ხალხის მისწრაფებებია. მოვუწოდებ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს, აღიარონ საქართველოს მოსახლეობა თანამოსაუბრედ და პარტნიორად. ის განსაზღვრავს თავის მომავალს. ეს არის დემოკრატია.
1679761200
საზოგადოებაგუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის...
1679758800
საზოგადოებასალომე ზურაბიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს თავისუფალი, რათა იყოს საზოგადოებრივი ჩართულობა, მისი ნებისმიერი შეზღუდვა თავისუფლების, დემოკრატიისა და ქვეყნის შეზღუდვაა
საქართველოს პრეზიდენტი სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდა ელჩების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო, რომელიც ორბელიანების სასახლეში ევროკავშირისა და CSRDG-ს მხარდაჭერით ჩატარდა. ინფორმაციას საქართველოს პრ...
1679755800
საზოგადოება„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც საქართველოს...
1679752800
საზოგადოება"მოროშკინა ჩივის, რატო მე არ მავიწროებდა შალვაო" - ბაია პატარაია
ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: "შალვა რამიშვილს შემოუწყვია აქეთ-იქეთ ამჯერად ლალი მოროშკინები, ნანა კაკაბაძეები და სხვა მდედრი შალიკოები და ახლა ამათ ალანძღვინებს შევიწროებულ...
1679750400
საზოგადოება"ამიხსენით, მესენჯერით როგორ შეიძლება კაცმა ქალზე სექსუალური ძალადობა განახორციელოს" – მერაბ მეტრეველი გიორგი კეკელიძეს მხარდაჭერას უცხადებს
"წყლის ჭავლთან მოცეკვავე" სალომე კენჭიაშვილი უარს ამბობს გიორგი კეკელიძის შეთავაზებულ სტიპენდიაზე. სტიპენდიაზე უარის გადაწყვეტილების შესახებ საჯაროდ საუბრობს სალომეს უფროსი და, სოფია კენჭიაშვილი, რომე...