საქართველოს პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კლოდ სორელი და რაგბისტი ძმები იაშვილები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის კლოდ სორელსა და რაგბისტ ძმებ იაშვილებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 1997-2003 წლებში, კლოდ სორელი ოქროს საწმისის ორდენით, საქართველოსა  და საფრანგეთს ნაკრებებს შორის გამართული რაგბის მატჩის შემდეგ დააჯილდოვა.

 ინფორმაციას, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისათვის, წარმატებული სპორტული საქმიანობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის რაგბისტი ძმები, გრეგუარ და დიმიტრი იაშვილები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

,,არაფერი ისე არ აერთიანებს საქართველოსა და საფრანგეთს, როგორც რაგბი. რაგბის ისტორიული ფესვები შესაძლოა, საქართველოში იყოს - ,,ლელო“, რომელიც გარკვეულწილად ქართულ იდეტობას ქმნის, ბუნებრიობა, სპონტანურობა და სხვა ყველაფერი, თუმცა ქართული რაგბი ვერ გახდებოდა ის, რაც დღეს არის, რომ არა კლოდ სორელი. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს სიმბოლური დღე, რათა თქვენთვის მომემართა და გადმომეცა ქართული ჯილდო, რომელიც ჩვენი უცხოელი მეგობრებისთვისაა გათვალისწინებული.

გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, რომელიც ოქროს საწმისის ორდენია, ოქროს საწმისი, რომელსაც ევროპელები კოლხეთში, ძველ საქართველოში ეძებდნენ. გადმოგცემთ რა ამ ჯილდოს, მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ქართველს ვანიჭებ მას, რადგან, სპორტი საზღვრებგარეშეა. თქვენ საქართველოს მოუტანეთ რაგბის ტექნიკა, დისციპლინა და ამ სპორტის ხელოვნების ჭეშმარიტი პრაქტიკა. სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ქართულმა რაგბმა გადალახა საზღვრები და დღეს შეუძლია ითამაშოს და დამარცხდეს საფრანგეთთან. ძვირფასო კლოდ სორელ, ეს ჯილდო საქართველოს მიერ თქვენ მიმართ გამოხატული დაფაასებაა, იმისათვის რაც თქვენ და საფრანგეთმა ქართული რაგბისთვის გააკეთეთ.

დღეს ასევე, ჯილდოს გადმოგცემთ ძმებ იაშვილებს. ეს ჯილდო  თქვენთან ერთად ეკუთვნის მამათქვენსაც, რადგან ის ფრანგულ რაგბში იაშვილების დინასტიის პირველი წარმომადგენელი იყო და ასევე ეკუთვნის ბაბუათქვენს, რომელიც საფრანგეთში ფრანგული წინააღმდეგობის ჯგუფის წევრი იყო, რაც საამაყოა როგორც საფრანგეთის, ასევე, საქართველოსთვის. თქვენი ოჯახი და თითოეული თქვენგანი მაგალითია იმისა, თუ რისი მომტანია ინტეგრაცია და უცხოელის წარმატება საფრანგეთში. მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია დავუბრუნოთ საფრანგეთს ყველა ის სიკეთე, რაც ქართველ ემიგრანტებს ამ ქვეყანამ მისცა. ეს ასევე, წარმომავლობის არდავიწყებისა და წინაპრების სამშობლოსადმი ერთულების შენარჩუნების მოდელია.

მე მსურს, რომ ჯილდო, რომელსაც გადმოგცემთ, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობის, ჩვენი წარმატების და ერთმანეთისათვის საუკეთესოს გაზიარების ნიშანი იყოს. ამისათვის, საქართველოს სახელით მადლობას გიხდით!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

⬛ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია - ქართველებმა რუსი ძიუდოისტები დაამარცხეს





სხვა სიახლეები

1638535053

საქართველო

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბარსელონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში „IBTM 2021" მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ტურიზმის ადმინისტრაცია ავრცელე...

ზოგადი

1638534433

საქართველო

ბათუმსა და ზუგდიდში საკრებულოს პირველი სხდომა ჩაიშალა (ვიდეო)

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომა შეწყდა, ოპოზიციამ სხდომა დატოვა, რის გამოც საკრებულოს თავმჯდომარე ვერ აირჩიეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში...

ზოგადი

1638533932

საქართველო

დეგნანი კობახიძეს: მეც მაქვს გამოცდილება კონსტიტუციურ სამართალში

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან და კონსტიტუციური სამართლის ცოდნასთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს. „რა თქმა უნდა,...

ზოგადი

1638530698

საზოგადოება

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში - მოკლულია 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდა

სისხლიანი გარჩევა ქობულეთში. მოკლულია 35 წლამდე ასაკის მამაკაცი. სავარაუდო დამნაშავე და მოკლული ადგილობრივები არ არიან, ისინი ქობულეთში სეზონური სამუშაოებისთვის რამდენიმე კვირის წინ ჩავიდნენ. მკვლელობ...

მკვლელობა

1638530341

საქართველო

დაკავებულია ექიმი, რომელიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდა და აცრილებად აღრიცხავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მე-4 სამედიცინო ცენტრის დირექტორი და ექიმი დააკავა, რომლებიც არავაქცინირებულ პირებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე უკანონოდ არეგისტრირებდნენ და აცრილებად...

ზოგადი