შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო უწყება - ქართველ ხალხთან ხიდების გადება სურს, თუ დაწვა, რადგან იმ ელჩის პირობებში, ვინც მხარს უჭერს ექსტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ეკლესიის მლანძღველს, რთულია ხიდების აგება

ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ხიდები გერმანიის მხრიდან აგებული იქნება, - ამის შესახებ მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას - გერმანიის ელჩი რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე იყო - როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს.

„აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ეს ადამიანი მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, საზოგადოებას და ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დიპლომატიასთან. გასაკვირია რაც ჩვენ ვნახეთ. მათ შორის ვნახეთ რა: ისე, რომ მას არ დაუგმია 4 ოქტომბრის შტურმი პრეზიდენტის სასახლეზე, გუშინ მივიდა და მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, რომლებიც 4 ოქტომბრის შტურმის მონაწილეები იყვნენ; ის პოზირებდა ადამიანთან - მამუკა ცუცქირიძესთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საქართველოს პატრიარქს და მის მოსაყდრეს ეგზარქოსებად მოიხსენებს და ამ ადამიანთან დადგა გერმანიის ელჩი, ფოტო გადაიღო და სოლიდარობა გამოუცხადა. რა არის ეს თუ არა თავდასხმა ქართულ ეკლესიაზე?! ეს მე მაგონებს მიხაილ როთის ხაზს, როცა ჩამოსული იყო და თქვა - რა გინდათ, ბედნიერებას გინდათ მიაღწიოთ ეკლესიასთან ერთადო? დღეს ამ ხაზს აგრძელებს გერმანიის ელჩი.

ახლა ველოდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო რა ნაბიჯებს გადადგამს, რადგან ეს ადამიანი ფაქტია, რომ მასხარად იგდეს ქართულ სახელმწიფოსა და ქართულ საზოგადოებას. ამ კონსულტაციიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა იმედი, რომ გერმანიის ელჩი გააცნობიერებდა ვენის კონვენციის მნიშვნელობას, შესაბამის მუხლებს გადაიკითხავდა და თავს მაინც შეიკავებდა.

არ გასულა რამდენიმე დღე და მთელი საზოგადოება მასხარად აგვიგდო. ჩამოყალიბდეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო - სურს ქართველ ხალხთან ხიდების გადება, თუ დაწვა, რადგან ამ ელჩის პირობებში, რომელიც მასხარად იგდებს ქართულ სახელმწიფოს, მხარს უჭერს ექტრემისტებს, სოლიდარობას უცხადებს ქართული ეკლესიის, ჩვენი პატრიარქის მლანძღველ ადამიანს, რთულია წარმოიდგინოთ, რომ ეს ხიდები გერმანიის მხრიდან აგებული იქნება.

როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აბრუნებდა ელჩ ფიშერს, მის ჩამოსვლამდე მათ ჰქონდათ წინასწარი კონსულტაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უწყებას დაჰპირდნენ, რომ გერმანიის ელჩი თავს შეიკავებდა იმგვარი ქმედებებისგან, რომელსაც მანამდე ადგილი ჰქონდა. ამიტომ განმარტება უნდა გააკეთოს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765484923

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ

„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...

ირაკლი კირცხალია

1765483408

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ

„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....

ირაკლი კირცხალია

1765482422

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ამას ველოდით

„ეს ჩვენთვის არახალია, ამას ველოდით“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ 20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. მი...

 ირაკლი კირცხალია

1765480392

ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა

„ისრაელის საკანონმდებლო ორგანოს ქნესეთის წევრების საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში „ქრონიკის“ კითხვის საპასუხოდ - იგეგმებოდა თუ არა საქართველოში ქნესე...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გ

1765478558

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: დროა, გამოფხიზლდნენ ევრობიუროკრატები და დროა, ზოგადად, გამოფხიზლდეს ევროპელი ხალხი, გაიმარჯვოს საღმა აზრმა ევროპაში, როგორც გაიმარჯვა აშშ-ში - ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ

ევროკავშირი თვითონ მოექცა იზოლაციაში, რასაც ჩვენ გვემუქრებოდნენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა. მისივ...

ლევან მაჭავარიანი