უკრაინის გენშტაბი: „აზოვსტალიდან“ ევაკუირებულია 264 მებრძოლი

უკრაინის გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებმა მიიღეს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება. 

„გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა. უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისთვის გასცა ბრძანება, გადაარჩინონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მიმდინარეობს ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადარჩენის ოპერაცია“, – წერია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. უკრაინული მხარის ცნობით, კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია ელენოვკაში, მათი გაცვლის პროცედურით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემდგომი დაბრუნებით.

„82 დღის განმავლობაში „აზოვსტალში“ პოზიციების შენარჩუნებით უკრაინელმა დამცველებმა არ მისცეს საშუალება მოწინააღმდეგეს, ბატალიონის 17 ტაქტიკური ჯგუფი სხვა მიმართულებებზე გადაესროლა და ამით ხელი შეუშალეს ზაპოროჟიეს სწრაფი დაკავების გეგმასა და დონეცკისა და ზაპოროჟიეს ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე გასვლას.

„მარიუპოლის გარშემო მოწინააღმდეგეების ძალების შეკავებამ საშუალება მოგვცა, მოგვემზადებინა და შეგვექმნა თავდაცვითი ხაზები, რომლებზეც ჩვენი ჯარები იმყოფებიან დღესაც და აგრესორს ღირსეულად იგერიებენ. ჩვენ კრიტიკულად აუცილებელი დრო მოვიპოვეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის, პარტნიორებისგან დახმარების მიღებისთვის“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

ასევე საინტერესოა:

🔵 საქართველოში მოქმედი საელჩოები: აუცილებელია გადამწყვეტი ქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად

🔵 ხვალიდან მატარებლები შეცვლილი განრიგით იმოძრავებენ

🔵 ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე პატიმრობა მიესაჯა - მოსამართლემ მისი დაუყოვნებლივ დაკავების განკარგულება გასცა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1714033048

მსოფლიო

რუსეთმა ჩერკასის ოლქს რაკეტებით შეუტია, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები

დილით რუსმა ოკუპანტებმა ჩერკასის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.  „წინასწარი ინფორმაციით, ჩერკასის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაზიანდა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამ დროისთვის ექიმებს დასახ...

რაკეტებით შეტევა

1714030619

საზოგადოება

გიორგი აბდალაძე: დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

დღეს რომ ადამიანი გლდანის ციხიდან გაღიმებული გამოდის, ზუსტადაც „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, - ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე ლაზარე გრიგორიადისის ცი...

გიორგი აბდალაძე

1714029586

ჰოროსკოპი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი და ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას? - 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვის ელის სასიხარულო სიურპრიზი, ვინ არ უნდა მოაწეროს ხელი მნიშვნელოვან ხელშეკრულებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის არ არის დღეს სასურველი შორ მანძილზე მგზავრობა? - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვი...

ნინა სუსლოვა

1714029100

ახალი ამბები

„პოლიკლინიკის დირექტორმა და ექიმმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დეპორტაციას ექვემდებარებოდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა დაუმზადეს“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებულ...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

1714026064

ახალი ამბები

„იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო, იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?“ - მიხეილ ყაველაშვილი

„ამ ბავშვების გვერდით, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე არიან, დგას, მაგალითად, შოთა უტიაშვილი, რომელიც 26 მაისის დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, სადაც ხანდაზმული ადამია...

მიხეილ ყაველაშვილი