უკრაინის სახმელეთო ჯარების 55-ე საარტილერიო ბრიგადის მეთაურს უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა

უკრაინის სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის "აღმოსავლეთის" 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ რომან კაჩურს, რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ომში გაწეული თავდადებისთვის, უკრაინის გმირის საპატიო წოდება მიენიჭა.

ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მაისს საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"ხელი მოვაწერე განკარგულებებს ჩვენი დამცველების დაჯილდოების შესახებ.

უკრაინის გმირის წოდება მიენიჭა სახმელეთო ჯარების ოპერატიული სარდლობის „აღმოსავლეთის“ 55-ე ცალკეული საარტილერიო ბრიგადის მეთაურს, პოლკოვნიკ კაჩურ რომან ვოლოდიმროვიჩს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინული მედიის ცნობით, რომან კაჩურმა დაამთავრა სუმის სარაკეტო ჯარებისა და არტილერიის სამხედრო ინსტიტუტი.

2018 წლის მარტში ხელმძღვანელობდა ზაპორიჟიეს 55-ე საარტილერიო ბრიგადას.

ამავე ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების 269 სამხედრო მოსამსახურეს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცა, მათგან 14-ს სიკვდილის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ:

* ზელენსკი: უკრაინაში ომის დაწყებიდან 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა - დაანგრიეს სკოლები. რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე
 

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1711616400

ახალი ამბები

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსები დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და პირიქით, მგზავრებს სამი ავტობუსი - SHUTTLE BUS მოემსახურება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცნობით, შეისყიდეს ახალი,...

ზოგადი

1711612800

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე...

სს

1711609200

მსოფლიო

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ, მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები და წინდით გამოჰქონდათ მისი რაღაც ბიომასალა - შალვა პაპუაშვილი

უცხოელ ექსპერტებთან დაკავშირებით ჩვენ ერთხელ უკვე ვენდეთ მათ შორის ევროკავშირსაც, როდესაც მათი თხოვნით, მოწოდებით, მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვიდნენ პოლონელი ექსპერტები. ევროკავშირმა გაგვიცრუა იმედები, -...

საქართველო

1711605600

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი ეცადეთ, ფული უფრო რაციონალურად ხარჯოთ, განსაკუთრებით, თუ უახლოეს ხანებში სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებას გეგმავთ. რეკლამა ნუ მოგატყუებთ - შეძენამდე ნივთი ყურადღებით შეამოწმეთ, რათა იმედგაცრუებუ...

ჰოროსკოპი

1711542148

ახალი ამბები

ჩაქუჩი, ორი დანა და ამფეტამინი - ათენის სკოლაში თავდასხმის გამო 19 წლის ქართველს ბრალი წარუდგინეს

ათენში მომხდარი დანაშაულის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ბერძნული მედიის ინფორმაციით, 19 წლის ქართველი, რომელმაც სკოლის მოსწავლე ჩაქუჩით სცემა, დირექტორი კი დაჭრა, უკვე დაკავებულია, თუმცა მან...

ზოგადი