ზელენსკი: უკრაინაში ომის დაწყებიდან 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა - დაანგრიეს სკოლები. რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი ყველასთვის ნათელია, თუმცა რუსეთი სიმხდალის გამო ამას ჯერ არ აღიარებს.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღევანდელ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"უკრაინასთან ომში რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის ნათელია.

მათთვისაც კი, ვინც მათთან კომუნიკაციას განაგრძობს.

უბრალოდ რუსეთს ამის აღიარების სიმამაცე ჯერ არ აქვს.

ისინი მშიშარები არიან და ცდილობენ, სიმართლე რაკეტების, საჰაერო და საარტილერიო შეტევების უკან დამალონ",- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა უკრაინელებს მიზნების მიღწევამდე ბრძოლისკენ მოუწოდა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე 101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა.

"24 თებერვლის შემდეგ შეტაკებებისას, რუსმა სამხედროებმა 570 ჯანდაცვის დაწესებულება დაანგრიეს.

101 საავადმყოფო მთლიანად განადგურდა.

ეს არის ბარბაროსობა. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს თვითგანადგურება, რომელსაც მსოფლიოში ვინმეს მაინც შეუძლია შეხედოს როგორც კულტურულ ერს.

გასულ ღამეს მათ დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის რეგიონში, სკოლებს.

რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის.

მაგრამ რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით?

ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ ავად არის. განუკურნებელად.

მაგრამ ყველა საავადმყოფო, რომელიც ოკუპანტებმა გაანადგურეს, ყველა სკოლა, ყველა უნივერსიტეტი, რომელიც დაბომბეს, ყველა სახლი, ხიდი, ბიზნესი - ჩვენ ყველაფერს ავაშენებთ", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 მაისის ვიდეომიმართვაში.

სხვა სიახლეები:

* "არც ამის პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას" - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაზე

*"აზოვსტალში" მარტო აზოველები არ არიან. არის მარიუპოლის ტერდაცვა, მესაზღვრეები, საზღვაო ქვეითები და პოლიცია. არავის უნდა მაგ ხალხის გაწირვა. უბრალოდ, ამ ეტაპზე სამხედრო გზით მათი დახმარების შანსი ფიზიკურად არ არსებობს" - ლევან ყურაშვილი 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები