აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მაგალითები საკუთარი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთე

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მამაკაცებს მოუწოდა, ჰყავდეთ გეი მეგობრები, როგორც მისაბაძი მაგალითები თავიანთი შვილებისთვის და ასწავლონ მათ სიკეთის კეთება - ამის შესახებ მან მისი მეუღლის მიშელ ობამას პოდკასტში განაცხადა, რასაც Foxnews ავრცელებს.
ბარაკ ობამას თქმით, მამაკაცებს გეი მეგობრები თანაგრძნობის სწავლებისთვის სჭირდებათ.
ყოფილმა პრეზიდენტმა, მისი მეუღლისა და სიძის პოდკასტში სტუმრობისას, ისაუბრა „ემოციურად ინტელექტუალური“ ახალგაზრდა მამაკაცების აღზრდაზე და იმაზე, თუ რატომ სჭირდებათ ბიჭებს ცხოვრებაში მამის გარდა სხვა მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
„ეს ერთ-ერთი ის საკითხია, რაც ვფიქრობ, რომ ბიჭებს ხშირად სჭირდებათ - არა მხოლოდ ერთ ბიჭთან, ერთ მამასთან ურთიერთობა, როგორი კარგიც არ უნდა იყოს მამა. მამა ყველაფერი ვერ იქნება“, „ამ ბიჭს შეიძლება დასჭირდეს ვინმე, ვინც მას მამაზე გარკვეულ წარმოდგენას ჩამოუყალიბებს, არა?“, - განაცხადა ობამამ.
ყოფილი პრეზიდენტი მუდმივად ამტკიცებდა, რომ მამაკაცებს ლგბტქ მეგობრები სიკეთისა და თანაგრძნობის საჩვენებლად სჭირდებათ.
„თუ გყავს ბიჭი, რომელიც გეი ან არაბინარი ან რამე მსგავსია, ამ სახით მას ეყოლება ვინმე, ვისთანაც შეუძლია მივიდეს და თქვას: „კარგი, ამაში მარტო არ ვარ“, არა? ასე რომ, ვფიქრობ, ეს ქმნის ამ საზოგადოებას. ვიცი, ბანალურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს არის ის, რაც მათ სჭირდებათ“, - აღნიშნა ობამამ.
1753011252
საზოგადოებაცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: ანტირაბიული ვაქცინის საკმაოდ დიდი მარაგი გვაქვს და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ვახორციელებთ ცხოველების ვაქცინაციას
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. „გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების...
1753005874
ახალი ამბებიშსს: ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი ადამიანების სამშობლოში გაყვანის რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა, კიევში კონკრეტული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღიათ
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს პირებზე, რომლებიც სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალზე“ რუსეთის ფედერაციიდან მოვიდნენ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით ითხო...
1753004371
მსოფლიოსაუდის არაბეთის პრინცი 20-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა
საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი ალ ვალიდ ბენ ჰალიდ ბენ ტალალ ბენ აბდელ აზიზ ალ საუდი 35 წლისა გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა. ალ-ვალიდი, რომელიც ცნობილია, როგორც „მძინარე...
1753004035
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს
20 ივლისს დღის ბოლოდან 22 ივლისის დილამდე საქართველოში მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, მთიან და მაღალმთიან ზონაში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქა...
1753003502
საზოგადოებანინო წილოსანი: ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოზე თავდასხმები, შანტაჟის ენა და ის ულტიმატუმები, რომლებიც მომდინარეობს ჩვენს მიმართ, პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ომში ჩართვის სურვილს
ომის საფრთხე არა თუ გადავიდა, არამედ აქტუალურია ისე, როგორც არასდროს, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ პოლიტსაბჭოს სახელით გავრცელებულ გა...