აშშ-ში დამკრძალავი ბიუროს მანქანა გამოჩნდა, წარწერით - "არ აიცრათ"

ბევრი დამსაქმებელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩინოვნიკი ეძებს გზებს, რათა უფრო მეტი ადამიანი აიცრას Covid 19 -ით, იყენებენ ყველაფერს, რისი გამოყენებაც შეიძლება, ძვირად ღირებული ბილეთები იქნება თუ სხვა რამ.

CNN-ის ინფორმაციით, ერთმა სარეკლამო სააგენტომ, გადაწყვიტა უარი ეთქვა ტრადიციულ მარკეტინგულ სტრატეგიებზე და კომპანიაში დიდი ფიქრის შემდეგ, აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინის ქუჩებში "უილმორის დაკრძალვის სახლის" ბიუროს სატვირთო შავი მანქანა გამოჩნდა, რომელსაც რეკლამის სახით აწერია მოწოდება: "არ აიცრათ".

შავი სატვირთო რეალურად არ ეკუთვნის "უილმორის დამკრძალავ ბიუროს", სინამდვილეში, ის ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის ნაწილია.

"ვფიქრობთ, რომ ჩვეულებრივი სარეკლამო კამპანია კარგად ვეღარ მუშაობს. მაგალითად, "მიიღეთ ვაქცინა" ან "წადით, აიცერით" მოსახლეობას თვალში აღარ ხვდება. რეკლამაზე მითითებულ ვებგვერდზე გადასვლისას მომხმარებლებს არა დამკრძალავი ბიუროს ოფიციალური გვერდი, არამედ შემდეგი წარწერა ხვდებათ: "ახლავე აიცერით, თუ არა, მალე შევხვდებით, "უილმორის დამკრძალავი ბიუროში". ღილაკზე დაჭერის შემთხვევაში, სისტემას ვაქცინაციის პლატფორმის სარეგისტრაციო გვერდზე გადაჰყავხართ.

ჩვენ გვინდოდა ხალხს ვაქცინაცია განსხვავებული პერსპექტივიდან დაენახათ და ამ გზით მათი ყურადღება მიგვექცია. თუკი ჩვენი სარეკლამო კამპანიის წყალობით ერთი ადამიანი მაინც აიცრება, ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია", – ამბობს სატვირთოს დამკვეთი სარეკლამო კომპანიის BooneOakley- ს ხელმძღვანელი, დევიდ ოუკლი CNN-თან ინტერვიუში.

"საკმაოდ ჭკვიანური მარკეტინგი" -  ასე შეაფასეს ამერიკელებმა კომპანიის აღნიშნული მიდგომა ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, აშშ-ში სრულად ვაქცინირებულია, მთლიანი მოსახლეობის 54,7% -ი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1713164760

ახალი ამბები

"არა რუსულ კანონს! მონებო!" - "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონის განხილვა პარლამენტმა აქციის ფონზე დაიწყო

საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია დაიწყო. პარალელურად, "ქართული ოცნება" ხელახლა ინიცირებული  კანონის განხილვას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იწყებს. აქციაზე შეკრებილები არიან ონლაინ მედიე...

ზოგადი

1713159996

ჰოროსკოპი

რა გელოდება დღეს - 15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი თუ გსურთ თანამოსაუბრის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, მასზე ზეწოლას ნუ მოახდენთ და პირდაპირ არ მოითხოვოთ ის, რისი მიღებაც გსურთ. თქვენმა იმპულსურობამ და გადაჭარბებულმა აქტიურობამ შეიძლება ოპონენტები შე...

ჰოროსკოპი

1713094502

ახალი ამბები

თავდასხმას სიდნეიში ქართველი ქალი, ფიქრია დარჩია ემსხვერპლა

სიდნეის სავაჭრო ცენტრში მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ფიქრია დარჩია დაიღუპა.  სავაჭრო ცენტრში დანით შეიარაღებული პირი 13 აპრილს შეიჭრა. თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაღუპა. ავსტრალიის ქალაქ სიდნე...

ზოგადი

1713092693

საზოგადოება

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად

18 წლის სამტრედიელი მარიამ კვინიკაძე ესპანეთში, “IE university”-ში მიიწვიეს სასწავლებლად.  გოგონა იურიდიულ ფაკულტეტზე ისწავლის. სწავლა სექტემბერში იწყება, მანამდე კი მარიამი ონლაინ შეძლებს გაეცნოს თავ...

ზოგადი

1713092108

ახალი ამბები

3 დაღუპული და რამდენიმე დაშავებული – ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა

ბაღდათიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი ავარიაში მოჰყვა. როგორც “ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. დაშავებ...

შემთხვევები